დღეს, 22 თებერვალს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ჩატარდა სექტორალური შეხვედრა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელთან, ბატონ ლევან სურგულაძესთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული კოორდინატორი, ლაშა ტუღუში, ფორუმის თანათავმჯდომარე, ალექსანდრა კალატოზიშვილი და ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილეები, გიორგი ჭიჭინაძე და ვაჟა ჯაფოშვილი, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, მაგდა კოტრიკაძე.

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა საპენსიო სისტემის რეფორმაზე, საპენსიო სქემაში გაწევრიანების და მონაწილეობის პროცესზე, საპენსიო შენატანების განხორცილების და ამ შენატანების ინვესტირებაზე, რეფორმასთან დაკავშირებულ რისკებზე და ამ რისკების მოგვარების ხედვებზე. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას. დამსწრე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კითხვებით მიმართეს საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებს და თავის მხრივ მათგანაც მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.

პლატფორმის წევრმა ორგანიზაციებმა წამოჭრეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ თანამშრომლობის გაგრძელებას. შეხვედრის დასასრულს, ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისთვის.