26 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს წევრები შეხვდნენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით სონღულაშვილს. აღნიშნული შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის. მხარეებმა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში მიღწეულ შედეგებზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა.
2016 წელს ეროვნულ პლატფორმასა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლობის მექანიზმების არსებობას და მის აქტიურ გამოყენებას, იმ ვალდებულებების შესრულებისთვის, რომელიც განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულებით და არა მხოლოდ.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებსა და გეგმებზე ისაუბრე.