„მე მხარს ვუჭერ ამ ამბიციას, მხარს ვუჭერ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ამ პროცესის რაც შეიძლება სწრაფად და წარმატებით დასრულებაში.“ – განაცხადა ევროპარლამენტარმა, სვენ მიკსერმა მაღალი დონის კონფერენზიაზე „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი – გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“, რომლის მთავარ მიზანს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან, მათ შორის 2024 წელს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული განაცხადის გაკეთების პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა. 

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა ევროპარლამენტარი, ეროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს შესახებ, სოციალისტთა და დემოკრატთა პროგრესული ჯგუფიდან – სვენ მიკსერი. 

„ამბიციური მიზნების დასახვა მნიშვნელოვანია. ევროპული მისწრაფება არის ამბიცია არა მხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ ეს არის ის, რაც მხარდაჭერილია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ. მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი საქართველოს ევროპულ მისწრაფებას უფრო მეტ ლეგიტიმაციას ანიჭებს.  ამბიციური მიზანი და გაცხადებული თარიღი კარგია ფოკუსირების შესანარჩუნებლად, ეს არის კარგი მოტივაციის საშუალება სამთავრობო ინსტიტუტებისთვის“- განაცხადა მან თავის გამოსვლაში. 

კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი,  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში  ევროკომისარი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტარები, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის თანა-თავმჯდომარე.