15 აგვისტოს, ქუთაისში RICDOG-ის ოფისში გაიმართე შეხვედრა ეროვნული პლატფორმის წარმომდაგენლებსა და ქუთაისში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ იმ რთულ ვითარებაზე, რომელიც ე.წ გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებამ მოიტანა. ასევე, განიხილეს მიმდინარე პროცესები ევროპული ინტეგრაციის კონტექსტით.

დღეს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს 9 ქვეყანა ფლობს, მათ შორის ვართ ჩვენც. თუმცა, 8 ქვეყანა ბევრად უფრო ახლოსაა, რადგან გახსნილი აქვთ მოლაპარაკებების სტადიები, საქართველოს კი, ლაშა ტუღუშის თქმით, რუსული კანონი მიღების გამო, შესაძლოა, გახნილი კარი მიეხუროს.

„ილუზიაა, რომ თითქოს ურთიერთობები გადაიტვირთება და მერე ამ მატარებელს დავეწევით. ვერაფერსაც ვერ დავეწევით, რადგან ისედაც დიდი სიჩქარით მიმდინარეობს ეს პროცესი. ის ქვეყანა, რომელიც ამ შანსს ვერ გამოიყენებს და გახსნილ კარს დაახურინებს თავისთვის, რა თქმა უნდა, დარჩება გარეთ, რადგან არავინ „გექაჩება“, თუ შენ თვითონ არ გინდა, მოხვდე იმ საოცარ სივრცეში, რომელიც ჩვენი საუკუნოებრივი ოცნებაა და რომლისთვისაც თითქოს ყველაფერს ვაკეთებდით. მაგრამ, კარი გაიხსნა, გვითხრეს ერთი ნაბიჯით წინ გადადგიო და ამ დროს უკან გადავდგით. ამიტომ, ახლა, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს სწორი დასკვნები და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მისაღებია, თუ გვინდა ევროპა“,- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.