საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მეშვიდე შეხვედრა იმართება ელექტრონულ ფორმატში.

2021 წლის 30 ივნისს თბილისსა და ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის VII შეხვედრა (EU-Georgia CSP). „კოვიდ-19“-ის გამო შექმნილი პირობების შედეგად შეხვედრა, რომელიც, როგორც წესი, როტაციის წესით ბრუსელსა და თბილისი ყოველ 6 თვეში ერთხელ იმართება, ამჯერად „ონლაინ“ რეჟიმში მოეწყო და მისი მართვა თბილისიდან, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო უთიერთობების კვლევის ფონდიდან (რონდელის ფონდი) განხორციელდა. საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა (CSP) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 412 მუხლის თნახმად დაარსდა 2016 წლის 16 ივნისს. ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფრომა CSP-ს თანადამფუძნებლები არიან. CSP-ის მიზანია ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე აზრთა ურთიერთგაცვლისთვის სივრცის შექმნა, აღნიშნულ საკითხზე მთავრობებისთვის და ინსტიტუტებისათვის რეკომენდაციების შემუშავება, მათი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოსთვის მოწოდება. VII შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების წარმმადგენლებმა მოისმინეს ასოცირების შესახებ შეთანხმების დებულებების შესრულებასთან დაკავშირებული გამოსვლები. შეხვედრა გახსნეს საქართველო-ევროკავშირის სამქალაქო საზოგადოების პლატფორმის თანათავმჯდომარეება ქ-ნმა დოვილე ჯუოდკაიტემ (LFDO) and ბ-ნმა კახა გოგოლაშვილმა (GFSIS) CSP-ს წევრებმა მოისმონეს შემდეგი პირების მოხსენებები:
ქ-ნი მაკა ბოჭორიშვილი – ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე
ბ-ნი ლოურენს მერედიტი – აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუტციური მშენებლობის დირექტორი, DG NEAR, ევროკომისია
ქ-ნი თამარ გაბუნია – საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ბ-ნი დავით ბუჯიაშვილი – საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი
ბ-ნი ნიკა სიმონიშვილი – თავმჯდომარე, ახალგაზრდა იურისტების ასოციაცია (saia)
ქ-ნი ნინო მახაშვილი – დირექტორი, ფსიქიატრიის გლობალური ინიციატივა – თბილისი (GIP) .

CSP-ს ქართველმა და ევროპელმა წევრებმა, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეადგინეს, განიხილეს და დაამტკიცეს ერთობლივი დეკლარაცია. შეხვედრის სრული ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ:

იხილეთ დღის წესრიგი და მონაწილეთა სია.