2022 წლის 24 თებერვალს, ონლაინ პლატფორმა ზუმის გამოყენებით, მესამე სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეული თემატიკის გათვალისწინებით, გაიმართა მორიგი სექტორული შეხვედრა თემაზე – “ნარჩენების მართვის სისტემა- შიდა ქართლის მხარის მუნიციპალიტეტებში არსებული ნარჩენების მართვის სისტემის შესახებ”.

სექტორული შეხვედრის ფორმატის ფარგლებში, განიხილეს ის საკითხები, რომელიც უკავშირდება ნარჩენების მართვის სისტემის პრაქტიკასა და ამ მიმართულების არსებულ პრობლემებს.

შეხვედრში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები, ისე სფეროს ექსპერტები.

თავის მხრივ, განხილვებში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებებიდან:

 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ბოლნისის მინუციპალიტეტის მერია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია