საქართველოს ეროვნული პლატფორმა შეშფოთებით აკვირდება ქართული ოცნების წარმომადგენლების, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ, პლატფორმის წევრი ორგანიზაციის – „სამოქალაქო იდეა – ინიციატივა დემოკრატიული, ევრო-ატლანტიკური არჩევანისთვის“  კამპანიურ დისკრედიტაციის მცდელობას. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ამ კონტექსტში მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ე.წ. ,,აგენტების შესახებ კანონის“ არმიღებაზე წუხილი და აქცენტირება.