19 ივლისს, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები, გაფართოებულ ფორმატში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობდნენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ევროკომისიის 12 რეკომენდაციისა და ამ რეკომენდაციების შესრულებაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის შესახებ იმსჯელეს.
შალვა პაპუაშვილმა სამუშაო გეგმასა და სამუშაო პროცესში დარგობრივი ორგანიზაციების აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.
თავის მხრივ, პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს თავიანთ შეხედულებებზე, თუ როგორ შეიძლება ეს პროცესი იყოს უფრო ეფექტური. მათ ხაზი გაუსვეს ყველა მხარის ჩართულობისა და პროცესში აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას.
მნიშვნელოვანია აღინიშნო, რომ სამოქემედო გეგმის შინაარსობრივ და სიღრმისეულ საკითხებზე დამატებით გაიმართება მსჯელობები სამუშაო ჯგუფების ფორმატში, რომელშიც ჩართულები იქნებიან საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები.