12 იანვარს გაიმართა სექტორული შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები და საქართველო-ევროკავშირის პლატფორმის თანათავმჯდომარე, შეხვდნენ ევროკავშირის დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორს – ზურაბ ხამაშურიძეს.
შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო ეევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას. ასევე პროცესის მიმდინარეობისას იმ მიღწევებსა და გამოწვევებს, რომელიც მნიშვნელოვანია გადაიჭრას იმისათვის რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
თავდაპირველად, დეპარტამენტის დირექტორის მიერ, წარმოდგენილი იყო ის მიმართულებები და სფეროები, სადაც უწყების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, კერძოდ განხილული იყო დაკავშირებადობის სტრატეგია, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გააქტიურებული მოლაპარაკებების პროცესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეფორმის პროცესი, ასევე უსაფრთხოების საკითხზე სტრატეგიული კონფერენციის ორგანიზება აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების მონაწილეობით.
ეროვნული პლატფორმის მხრიდან, საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს, ასევე განხილული იყო ის ქმედებები, რომელმაც დააზიანა რეკომენდაციების შესრულების პროცესი. ასევე ხაზი გაესვა სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასა და ინფორმაციის გაზიარების პრაქტიკის დანერგვის აუცილებლობას. ასევე ისაუბრეს რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება მოხდეს მკაფიოდ და ინტენსიურად, რადგან ინფორმაციის დეფიციტი მოსახლეობაში იწვევს იმ რადიკალური ძალების გააქტიურებას, რომლებიც ღიად ეწინააღმდეგებიან დასავლურ განვითარებას.
განხილული იყო მთავრობასთან ერთობლივი მაღალი დონის კონფერენციის ორგანიზაების საკითხი. უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს თარიღზე შეთანხმება, რათ დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები მაღალი დონის კონფერენციისთვის.