დღეს, 2020 წლის 8 ოქტომბერს ონლაიან ფორმატში გაიმართა შეხვედრა პოლიტიკურ პარტიასთან “ლელო საქართველოსთვის”.

დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ერთობლივი ხედვა გააცნო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა.

ევროინტეგრაციის პროცესში საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის გამოწვევებზე ისაუბრა, პარტიის თავმჯდომარემ – მამუკა ხაზარაძემ და პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა, დავით უსუფაშვილმა.

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე კი, მოხსენებით წარსდგნენ კოალიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრები, ნინო ჩხობაძე და მურმან მარგველაშვილი.
დისკუსია გაიმართა კითხვა/პასუხის რეჟიმში.