14 სექტემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი, რიგით მეორე, კონფერენცია „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გაიმართა.
კონფერენციას უძღვებოდნენ და ღონისძიების გახსნით ნაწილში, მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრების ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
ერთობლივი კონფერენციის მონაწილეებმა გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შრომითი უფლებების საკითხებზე იმსჯელეს და იგი მმართველი გუნდის, ოპოზიციის, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის ერთობლივი დისკუსიის ფორმატით წარიმართა.
,,საქართველოს გზა ევროკავშირისკენ” პირველი ერთობლივი კონფერენცია 25 ივლისს გაიმართა და იმსჯელეს მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმის საკითხებზე.
ჟურნალისტებისთვის კონფერენციის ყველა სესია იყო ღია.