2023 წლის 17 ნოემბერს ევროპის სოციალურ და ეკონომიკურ კომიტეტში (EESC) ბრიუსელი, ბელგია, გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის (CSP) რიგით მე-12 შეხვედრა. შეხვედრა გახსნეს პლატფორმის თანათავმჯდომარეებმა მათეუშ შიმანსკიმ, ევროპის ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრმა და რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა.
ევროკაავშირი-საქარელოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელებისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების/DCFTA-ს შესრულების მდგომარეობის შეფასებაზე.
ასევე განიხილული იყო საქართველოში ციფრული ტრანზიცია, საქართველოსა და ევროკავშირში შრომითი მიგრაციის სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხები.
შეხვედრის დასასრულს დამსწრეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია/განცხადება.