22 ნოემბერს გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართელოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს პარლამენტის მესამე ერთობლივი კონფერენცია “საქართველოს გზა ევროკავშირისკენ”.

ერთობლივი კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და 9 ახალი გამოწვევა.

კონფერენციას უძღვებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრების ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე.

კონფერენცია მიზანად ისახავს პარლამენტის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე დისკუსიის და დიალოგის ხელშეწყობა.
ერთობლივი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ყველა საკითხი, რაც 9 პრიორიტეტის ნაწილია, კერძოდ: სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო პროცესი და დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედია და დეზინფორმაციასთან ბრძოლა, საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.  კონფერენცია მმართველი გუნდის, ოპოზიციის, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის ერთობლივი დისკუსიის ფორმატით წარიმართა.

ღონისძიების გახსნით ნაწილში, მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

შესავალი სიტყვით, მონაწილეებს მიმართეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ და საქართველოს ეროვნული პლატფორმის  თავმჯდომარის მოადგილემ, ლაშა ტუღუშმა.

ჟურნალისტებისთვის კონფერენციის ყველა სესია იყო ღია.

იხილეთ ერთობლივი კონფერენციის დღის წესრიგი.