2023 წლის 8 ივნისს, ჰიბრიდულ ფორმატში, რონდელის ფონდში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მე-11 შეხვედრა .ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების მდგომარეობა და პროგრესი იმ პრიორიტეტების განხორციელების კუთხით, რომლებიც ასახულია კომისიის მიერ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის დასკვნაში.
პლატფორმის მეთერთმეტე შეხვედრა გახსნეს პლატფორმის თანათავმჯდომარეებმა რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა და მათეუშ შიმანსკიმ, ევროპის ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრმა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ასოცირების ხელშეკრულების მე-14 მუხლის მიმდინარეობა, რომელიც შეეხება დასაქმებას,სოციალურ პოლიტიკას და თანაბარ შესაძლებლობებს, განსაკუთრებული აქცენტით: შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა; გენდერული თანასწორობა; სოციალური უსაფრთხოება.

შეხვედრის დასასრულს დამსწრეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია/განცხადება.