12 თებერვალსს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს მთავრობასა და საქართელოს ეროვნულ პლატფორმას შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, გაიმართა სექტორული შეხვედრა თემაზე:

1. ენერგეტიკული რეფორმების მდგომარეობა, ვადები და შესაძლო თანამშრომლობა სექტორის გასაუმჯობესებლად;
2. მდგომარეობა გაზის სექტორში:
a. ჩრდილოეთ სამხრეთის გაზსადენის მოქცევა გამჭვირვალე რეგულირების ჩარჩოში
b. გაზის სექტორის მომავალი და ეკონომიკის სექტორის დაცვა მონოპოლიური ფასებისგან.კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების შესაძლებლობები გაზის სექტორში
3. გამჭვირვალობა ჰიდროსადგურების პროექტების მართვაში და საზოგადოებრივ განხილვებში
4. ენერგეტიკული სტრატეგიის და კვლევების საჭიროება
a. რესურსების შესწავლა – წყლის რესურსების არსებობა, ქარი მზე
b. კლიმატური პროგნოზების აუცილებლობა
c. წლიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიის პროგნოზები და ა.შ. კავშირი აკადემიურ სექტორთან

შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, ასევე მესამე სამუშაო ჯგუფის კოორდინატორები და პლატფორმის წევრი ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურდ მუშაობენ ენერგეტიკისა და გარემოს დაცვით საკითხებზე.

შეხვედრას სახელმწიფო უწყებებიდან ესწრებოდნენ:

  1. დავით ბუჯიაშვილი – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი. დირექტორი
  2. დავით თვალაბეიშვილი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მინისტრის მოადგილე.
  3. ზაზა ჩიხრაძე – ენერგეტიკული რეფორმებისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსი
  4. დავით მირცხულავა – ენერგეტიკის განვითარების ფონდი
  5. ნუგზარ ხაინდრავა – ენერგეტიკის განვითარების ფონდი

შეხვედრაზე განხილული იყო როგორც სექტორში მიმდინარე პროცესები, ასევე გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივეი და დაიგეგმა სამუშაო შეხვედრების ჩატარება.