5-16 ოქტომბერს, ბრიუსელში, ეროვნული პლატფორმის წევრების მონაწილეობით ადვოკატირების ვიზიტი განხორციელდა.
ადვოკატირების ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა: ევროკავშირის საგარეო სამსახურის, ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების გენერალური დირექტორატისა და ევროპარლამენტის წევრებთან, ასევე, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრებთან.
ეროვნული პლატფორმის მხრიდან ვიზიტში მონაწილეობდნენ: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის თანათავმჯდომარე – ლაშა ტუღუში – ლიბერალური აკადემია თბილისი; ეროვნული პლატფორმის I ჯგუფის კოორდინატორი – ეკა ციმაკურიძე – დემოკარტიის ინდექსი საქართველო; ეროვნული პლატფორმის I ჯგუფის კოორდინატორი – ქეთევან ჩაჩავა – განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი.
ვიზიტის ფარგლებში განხილული იყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხებები: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პროცესები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე პროცესებს .
დამატებითი ინფორმაცია ვიზიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: https://eap-csf.eu/articles/georgian-civil-society-demands-ahead-of-elections/
ასევე იხილეთ სრული ანგარიში ვიზიტთან დაკავშირებით.