21 აგვისტოს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების სექტორული შეხვედრა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან. შეხვედრაში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.სექტორულ შეხვედრაზე განხილული იყო წყლის ობიექტებზე არსებული მდგომარეობა და „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ კანონქვემდებარე აქტის გადავადების პრობლემატიკა. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის პირველი სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა, ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ შეხვედრის შემდგომ გაგრძელდეს კომუნიკაცია კანონქვემდებარე აქტზე მომუშავე ჯგუფსა და პლატფორმის წევრ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც წყალზე უსაფრთხოების საკითხებს იკვლევენ.საგანგებო სიტიაციების მართვის სააგენტოს და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ კანონქვემდებარე აქტის პრობლემატიკის გარშემო დამატებით სამუშაო შეხვედრა სექტემბრის პირველ ნახევარში გაიმართება.