2018 წლის 8 აგვისტოს, გორის ოკუპაციის მუზეუმში რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა 2008 წლის ომის ამსახველი გამოფენის დათვალიერება და ვიდეო რგოლის ჩვენება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული კოორდინატორი, ლაშა ტუღუში, ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, თენგიზ სვანიძე, მეოთხე თემატური სამუშაო ჯგუფის “ხალხთა შორის კონტაქტები”-ს კოორდინატორი, ნუკრი ყველაშვილი და პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა საქართველოს ეროვნული პლატფორმის რეგიონალური წარმომადგენლობის (ქ.გორი),მეგობრობის ხიდი “ქართლოსი”-ს და “გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი”-ს ორგანიზებით.