კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა
კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა
22 / თებ / 2021

დღეს, 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ლაშა ტუღუში და საბჭოს წევრი,მეორე სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, კონსტანტინე ჟღენტი, შეხვდნენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს.

აღნიშნული შეხვედრა კომიტეტის ახალ თავმჯდომარესთან იყო პირველი.მხარეებმა ისაუბრეს 2024 წლისთვის, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების პრესპექტივებსა და იმ პროცესებზე, რომელმაც

უნდა უზრუნველყოს ამ გზის ღირსეულად გავლა და მიზნის მიღწევა.
2016 წელს ეროვნულ პლატფორმასა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლობის მექანიზმების არსებობას და მის აქტიურ გამოყენებას. შესაბამისად, განსაკუთრებით ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი მსგავსი თანამშრომლობის ფორმატების გაძლიერება და გააქტიურება.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებსა და გეგმებზე ისაუბრე.

 

FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები