სექტორული შეხვედრა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელთან
სექტორული შეხვედრა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელთან
03 / აგვ / 2019
1 აგვისტოს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს მთავრობასა და საქართელოს ეროვნულ პლატფორმას შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, გაიმართა შეხვედრა საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრ ორგანიზაციებსა და საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები:
• არჩილ ყარაულაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის უფროსი,
• დავით ბუჯიაშვილი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი. დირექტორი
საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები:
• ლევან სურგულაძე - საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი
• მაგდა კოტრიკაძე - საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ასევე საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სექტორული შეხვედრის ფორმატის ფარგლებში საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბატონმა ლევან სურგულაძემ, ისაუბრა იმ ვითარებაზე, რომელიც საპენსიო სააგენტოში არის დღეის მდგომარეობით შექმნილი. როგორ მიმდინარეობს საპენსიო რეფორმა ევროინტეგრაციის მიმართულებით, რა სიახლეებია სააგენტოში და რა ძირითად საკითხებზე მუშაობს ამ დროისათვის საპენსიო სააგენტოს მენეჯმენტი.
დისკუსია 2019 წლის 1 იანვარსამოქმედებულრეფორმასშეეხო. ლევანსურგულაძემდამსწრესაზოგადოებასრეფორმისმიმდინარეობისშესახებინფორმაციამიაწოდა, არსებულიშედეგებიგააცნო.
თავის მხრივ, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დასვეს შეკითხვები, რომლებზეც დიალოგის ფორმატში დეტალურად მოხდა ინფორმაციის მიღება.
შეხვედრაზე განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და გამოითქვა მზაობა რომ მომავალშიც აქტიურად მოხდეს სამუშაო შეხვედრების გამართვა.
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები