აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრ ორგანიზაციებთან შეხვედრა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრ ორგანიზაციებთან შეხვედრა
17 / ივლ / 2018

ა.წ 13 ივლისს განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო პროგრამებში შეფასებისა და შერჩევის მექანიზმების განხილვისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრ ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო ცენტრის საქმიანობის განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, განათლებაში გამჭვირვალობის, სერვისების ხელმისაწვდომობის, მოქალაქეების ჩართულობისა და ღია მმართველობის (Good Governance) უზრუნველყოფა.

საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ, ნათია კუპრაშვილმა ისაუბრა იმ პროგრამების მნიშვნელობაზე, რომელსაც სთავაზობს განათლების საერთაშორისო ცენტრი ახალგაზრდებს, არსებულ შესაძლებლობებზე და საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის საკუთარ ქვეყანაში სათანადოდ გამოყენებაზე.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, უმაღლესი განათლების ექსპერტები, (Institut Français de Géorgie (FR), Stipendium Hungaricum (HU), Fulbrigdt Scholarship (US), კონკურსანტთა უფლებების დამცველი ტიმოტი ბარეტი, ცენტრის კურსდამთავრებულები, შესარჩევი კომისიის წევრები და მედიის წარმომადგენლები.

 

FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები