კონფერენცია „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“
კონფერენცია „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“
08 / დეკ / 2017
ორშაბათს, 11 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობაში (მის: შოთა რუსთაველის გამზირი, თბილისი) გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მაღალი დონის კონფერენცია: „საქართველო- ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“.

ღონისძიებაზე განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობა სხვასხვა სექტორის მიხედვით.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ინსტიტუტების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

დღის წესრიგი
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები