მრგვალი მაგიდა: ნარჩენების გონივრული მართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (უკრაინა, საქართველო და მოლდოვა)
მრგვალი მაგიდა: ნარჩენების გონივრული მართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (უკრაინა, საქართველო და მოლდოვა)
19 / ოქტ / 2017
მრგვალი მაგიდა: “ნარჩენების გონივრული მართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (უკრაინა, საქართველო და მოლდოვა)“

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ქ.თბილისში, სასტუმრო ,,რადისონ ბლუ“-ში საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციის, ა(ა)იპ „საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრ“-ს ორგანიზებით ჩატარდა მრგვალი მაგიდა დაინტერესებული მხარეებისათვის, პროექტის: „ნარჩენების გონივრული მართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (უკრაინა, საქართველო და მოლდოვა)“ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF) პროგრამა Re-granting 2017 ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ნარჩენების მართვის კომპანიის, შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“-ს, სამოქალაქო საზოგადოების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენლები. წარმოდგენილი იყო ინფორმაცია და პრეზენტაცია პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების და შედეგების შესახებ. დასკვნით ნაწილში დაინტერესებულ მხარეებს შორის გაიმართა დისკუსია საქარელოში ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მდგომარეობის და გამოწვევების, აგრეთვე მათი ერთობლივად გადაწყვეტის გზების შესახებ.


FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები