ტრენინგი: ნარჩენების გონივრული მართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (უკრაინა, საქართველო და მოლდოვა)
ტრენინგი: ნარჩენების გონივრული მართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (უკრაინა, საქართველო და მოლდოვა)
19 / ოქტ / 2017
ტრენინგი: "ნარჩენების გონივრული მართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (უკრაინა, საქართველო და მოლდოვა)"

საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრმა ორგანიზაციამ: „საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრ“-მა ჩაატარა ტრენინგები პროექტის „ნარჩენების გონივრული მართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (უკრაინა, საქართველო და მოლდოვა)“ საქართველოში - თბილისში, ქუთაისში და ბათუმში,
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF) პროგრამა Re-granting 2017 ფარგლებში.
პირველი ნაწილში გაიმართა ნარჩენების გონივრული მართვის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთათვის, და ნარჩენების მართვის საუკეთესო გამოცდილება საქართველოში, ნარჩენების მართვის სფეროში უკანასკნელ წლებში მიღებული ახალი კანონმდებლობის შესაბამისად.

მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას ადგილობრივი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა შორის შემდგომი თანამშროლობისა და ნარჩენების მართვის სფეროში არსებული პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტის გზების შესახებ მსჯელობას.
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები