საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების განცხადება
13 / სექ / 2017
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წარმოადგენს დასაქმებულთა უფლებადამცველ ყველაზე რეპრეზენტატულ ორგანიზაციას, რაც აღიარებულია როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

მოგეხსენებათ, რომ პროფკავშირები ქვეყანაში დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და სოციალური მშვიდობის გარანტია. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს აღნიშნული ინსტიტუტის დამოუკიდებლობა. პროფკავშირების გაერთიანება მოწოდებულია ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისკენ. ის არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის შემადგენლობაში (ITUC) და ასევე, პან-ევროპული ევროპული რეგიონალური საბჭოს (PERC) დამფუძნებელი და წევრი, რომელსაც 2015 წლიდან ხელმძღვანელობს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე.

როგორც ცნობილია, 2017 წლის 14-15 სექტემბერს დაგეგმილია პროფკავშირების გაერთიანების ყრილობა. ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათავლისწინებული შრომის ფუნდამენტური სტანდარტების განხორციელებისთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელია პროფკავშირის წევრებთა არჩევანის თავისუფლების უზრუნველყოფა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ცალსახად მიუღებელია პროფკავშირების დისკრედიტაციისკენ მიმართული ბოლო დროს განვითარებული კამპანიები. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავის შეიკავოს ასეთი ტიპის ქმედებებისგან და ხელი შეუწყონ პროფკავშირების ყრილობის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებას.


FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები