საინფორმაციო შეხვედრა: ‘‘შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე’’
საინფორმაციო შეხვედრა: ‘‘შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე’’
02 / აგვ / 2017
2017 წლის 28 ივლისს, ქ. ახალქალაქში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური წარმომადგენელის ორგანიზებით, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის რეგიონულრ ოფისში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ‘‘შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე’’.
შეხვედრის მიზანი გახლდათ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ინფორმირება და დისკუსიების ორგანიზება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები