საგანგებო განცხადება - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ადამიანის უფლებების მონიტორინგის ანგარიში
15 / დეკ / 2011
სიამოვნებით წარმოგიდგენთ თანდართულ მონიტორინგის ანგარიშს, რომელიც მომზადდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის პირველი სამუშაო ჯგუფის ადამიანის უფლებების სამუშაო ქვეჯგუფის ინიციატივითა და მონაწილეობით. აღნიშნული ანგარიში არაა ამომწურავი, უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ამახვილებს სიტყვის თავისუფლებაზე, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე, წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ტენდენციებს, ფაქტებსა და საკითხებს; ამდენად ქმნის წარმოდგენას აპ-ის თითოეული ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე. ანგარიშის მიზანია ერთ პაკეტში მოაქციოს დეტალური ინფორმაცია ამ ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე ყველა დაინტერესებული მხარისათვის, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სამთავრობოთაშორისი შეხვედრების მონაწილეებისათვის.

ანგარიშის მომზადებაზე მუშაობდნენ ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა ვანაძორი (სომხეთი), არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიული კვლევების ცენტრი (აზერბაიჯანი), ბელარუსის შუმანის საზოგადoება (პოლონეთი), ადამიანის უფლებათა ცენტრი (საქართველო), ასოციაცია ერთიანი დემოკრატიისათვის ADEPT (მოლდავეთი), უკრაინის ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კავშირი (უკრაინა) ორგანიზაციასთან „People in Need” (ჩეხეთის რესპუბლიკა) თანამშრომლობით.
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები