აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიში
30 / დეკ / 2011
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიში

„დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა“ I სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

2010 წლის 7-8 ოქტომბერს I სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა ბრიუსელში. მასში მონაწილეობდა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების დაახლოებით 60 წარმომადგენელი. მოდერატორებმა კრისტინა პრუნეროვამ „აღმოსავლეთ პარტნიორობა დემოკრატიისათვის“ და სიარჯი მაკიევიჩმა „ბელორუსიის არასამთავრობო ორგანიზაციების ასამბლეიდან“ შეხვედრა გახსნეს მმართველი კომიტეტის მიერ გაწეული სამუშაოს შეფასებით 2009 წლის ნოემბერში ბრიუსელის ბოლო შეხვედრის შემდეგ.

ევროპული კომისიის წარმომადგენელი ბატონი მასიეჯ შთადეჯეკი მიესალმა შეხვედრის მონაწილეებს და პროდუქტიული დისკუსიის გამართვა უსურვა მათ. ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სხვადასხვა პლატფორმის საქმიანობის შესახებ.

შეხვედრის მთავარი მიზნები:
• I სამუშაო ჯგუფის სამუშაოს გადანაწილება ქვე-ჯგუფებში
• სამთავრობოთაშორისო პლატფორმების, პანელებისა და შეხვედრების მდგომარეობისა და მოსაზრებების წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოების I სამუშაო ჯგუფი ამ პროცესებში
• დისკუსიების გამართვა ქვე-ჯგუფის თემებთან დაკავშირებით, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და შესაძლო თანამშრომლობის გზების ძიება ორგანიზაციებს შორის
• ჯგუფისა და ქვე-ჯგუფების სამუშაო პროგრამის დაგეგმვა მომავალი წლისათვის, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მოვლენების დაგეგმვა ბერლინში
• ღია დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის როლზე და I სამუშაო ჯგუფის მონაწილეების მოსაზრებები

ჯგუფის მუშაობა უნდა დაიყოს 3 სფეროდ:
1. აღმოსავლეთ პარტნიორობის I სამუშაო ჯგუფის სამუშაო პროგრამა 2009 და 2010 წლებისათვის(http://ec.europa.eu/external_relations/eastern/platforms/docs/platform1_091009_en.pdf)  - ეს არის ზოგადი ჩარჩო პლატფორმების საქმიანობისათვის და უნდა წარმოადგენდეს ზოგად ჩარჩოს მთელი ჯგუფისთვისაც
2. სამუშაო პროგრამის მიზნები „დემოკრატიული მმართველობის“ სფეროში:
• სასამართლო ხელისუფლების გაუმჯობესებული ფუნქციონირება
• საჯარო ადმინისტრაციის რეფორმა
• კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა
3. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის I სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები ფორუმის შეხვედრაზე 2009 წლის ნოემბერში
(http://ec.europa.eu/external_relations/eastern/civil_society/forum/working_group1_en.pdf) - ეს არის ის სფეროები, რომლებიც, სამოქალაქო საზოგადოების აზრით მნიშვნელოვანია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეფექტური მმართველობისა და სტაბილურობის განვითარებისათვის.

სამუშაო ჯგუფი იმუშავებს სამ დონეზე. პირველადი შეფასების შედეგად, კოორდინატორებმა გადაწყვიტეს ჯგუფის სამუშაოს დაყოფა შემდეგ ქვეჯგუფებად:
1. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (პლატფორმის სამუშაო პროგრამასა და სხვა საქმიანობაზე დაყრდნობით)
2. საჯარო ადმინისტრაციის რეფორმა (პლატფორმის სამუშაო პროგრამასა და სხვა საქმიანობაზე დაყრდნობით)
3. სასამართლო რეფორმა (პლატფორმის სამუშაო პროგრამასა და სხვა საქმიანობაზე დაყრდნობით)
4. სავიზო რეჟიმის გამარტივების ჯგუფი (თხოვნა ფორუმის მონაწილეთაგან)
5. ადამიანის უფლებები (თხოვნა ფორუმის მონაწილეთაგან)
6. მედია  (თხოვნა ფორუმის მონაწილეთაგან)
გთხოვთ, იხილეთ ქვემოთ უფრო დეტალირებული ანგარიშები ქვე-ჯგუფის შეხვედრებისაგან.

სესიის დროს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ განხილული თემები იყო შემდეგი:

დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა
• საჭიროა გაუმჯობესდეს სამთავრობოთაშორისო შეხვედრების შესახებ დოკუმენტებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რათა მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის დამატებითი მნიშვნელობა
• უფრო გამჭვირვალე, თვალსაჩინო და პასუხისმგებელი გახადოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესი
• წაახალისოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავრობების პრო-ევროპული მიდგომა
• კოორდინაცია გაუწიოს, მოამზადოს და მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევასა და მონაწილეობას აღნიშნულ პროცესში

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესიდან გამორიცხვა
• ბელორუსიის მთავრობამ რამდენჯერმე თავშეკავება გამოთქვა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მონაწილეობასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრებში, ასე რომ მმართველმა კომიტეტმა უნდა შეადგინოს წერილი სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სახელით და ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაცია (არა მხოლოდ ბელორუსიის) ეთიშება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესს.

ღია დამოკიდებულება თანამშრომლობის მიმართ
• სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ყველა შეხვედრაზე უნდა გამოიყოს სივრცე მთავრობის წარმომადგენლების მოსაწვევად (როგორც ევროკავშირის, ასევე არმოსავლეთ პარტნიორობისაგან), რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი ღია დამოკიდებულება თანამშრომლობის მიმართ და გვქონდეს აზრის გამოთქმის შესაძლებლობა

შერჩევის პროცესი
• წარმომადგენლების შერჩევის პროცესი ფორუმსა და ეროვნულ პლატფორმაში უნდა იყოს კარგად განვითარებული და შესრულებული

დაფინანსების მოძიება
• კომისიისაგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი დამატებით აღარ დაფინანსებდა, ასე რომ საჭიროა შევიმუშავოთ ფონდების მოძიების გეგმა

ანტი-კორუფციული ქვე-ჯგუფის დასკვნები და რეკომენდაციები

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კორუფციის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო მხარდაჭერა ძირითადად ეფუძნება სამთავრობოთაშორისო იერარქიულ მიდგომას. უფრო მეტიც, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა ძირითადად დონორების მიერ არის მართული, რადგანაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავრობების უმრავლესოობას არ აქვთ ჭეშმარიტი პოლიტიკური ნება ებრძოლონ კორუფციას მათ ქვეყნებში. ჭარბობს საქაღალდე სამუშაო და რეფორმის იმიტაცია. აღმოსავლეთ პარტნიორობის I პლატფორმის ანტი-კორუფციული საქმიანობა არ წარმოადგენს გამონაკლისს ამ მდგომარეობიდან.

როცა მთავრობის მონაწილეობა რეფორმის განხორციელებაში სუსტია, საჭიროა ანტი-კორუფციულ რეფორმაში საზოგადოების ფართო ჩართულობა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის, რომ საზოგადოების მიერ კორუფციის მიღება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს კორუფციის დონეების შესამცირებლად. ჩვენს ზოგად მიზანს უნდა წარმოადგენდეს სამოქალაქო სექტორის ჩართვა ანტი-კორუფციულ საქმიანობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივ და ორმხრივ დონეებზე.

იმ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ რა როლს ასრულებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ანტი-კორუფცილუ სფეროში, სამი მთავარი მიზანი განისაზღვრა:

1. ანტი-კორუფციული პოლიტიკისა და კორუფციის მდგომარეობის ერთობლივი და რეგულარული მონიტორინგი აღმოსავლეთ პარტნიორ 6 ქვეყანაში, როგორც სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ანტი-კორუფციულ საქმიანობაში.

2. თანამშრომლობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობასა და ევროკავშირის სამოქალაქო სექტორს შორის. ეს მიზანი უნდა განხორციელდეს საერთო ინიციატივების განვითარებით, რომლებიც მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოცდილებისა და სხვა შესაძლებლობების განვითარებისაკენ აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში და გამოცდილების გადაცემისაკენ ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისაგან აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნებში.

3. დიალოგის განვითარება საერთაშორისო დონორებთან ანტი-კორუფციულ სფეროში და განსაკუთრებით ევროპელ დონორებთან დონორების საკადრო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით. კერძოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო სექტორი მოახდენს ადვოკატირებას სამოქალაქო სექტორის ჩართულობასთან დაკავშირებით საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და ანტი-კორუფციული საქმიანობისათვის გამოყოფილი  უცხოური დახმარების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.

შემდეგი ნაბიჯები ბერლინის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმისათვის:

1. სამოქალაქო საზოგადოების ქსელის შექმნა, რომელიც არ იქნება შეზღუდული სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მონაწილეებით. აღნიშნული ქსელი იქნება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების წყარო აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის. კონტაქტების მონაცემთა ბაზის შექმნა, საერთაშორისო გამჭვირვალობის კონტაქტების გამოყენებით.
2. კომუნიკაციის დამყარება ანტი-კორუფციულ ექსპერტის პანელთან (კოორდინატორთან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან, რომლებმაც გამოამჟღავნეს ინტერესი).
3. ერთწლიანი საერთო მიზნის განსაზღვრა და გამოცხადება ანტი-კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით (მაგ: საჯარო მოხელეთა ქონების გაცხადება, პეტიციის სისტემის ფუნქციონირება ან სხვა თემა, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანას აქვს ინტერესი). ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ შევიმუშავებთ პროექტს და მოვიძიებთ დაფინანსებას, განვახორციელებთ კვლევას, მონიტორინგს, ადვოკატირებასა და გამოცდილების გაცვლას აღმოსავლეთ პარტნიორობის დონეზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას შორის.

მომზადებულია ნატალია შაპოვალოვას მიერ, FRIDE, ესპანეთი

საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის ქვე-ჯგუფის რეკომენდაციები

ხედვა
ეფექტური საჯარო ადმინისტრაციებისათვის მოქალაქე უნდა წარმოადგენდეს მთავარ მომხმარებელს. საჯარო ადმინისტრაციის რეფორმამ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო მომსახურების მარტივი და თანაბარი ხელმისაწვდომობა და მომსახურების ეფექტურობა, ხელმისაწვდომი ფასი და დროულობა.
აუცილებელია მმართველობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ყველა დონეზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას სრული პასუხისმგელობა და თავიდან იქნას აცილებული კორუფცია. დეცენტრალიზაცია უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული რეფორმის მთავარ ფოკუსს. ადგილობრივი თემების განვითარება მდგრადი საგოზადოების ქვაკუთხედია. პროფესიონალი და პასუხისმგებელი რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების განვითარება ეფექტური საჯარო ადმინისტრაციის საფუძველია.
იმისათვის, რომ რეფორმები წარმატებული იყოს, ისინი უნდა განხორციელდეს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ვერცერთი ინსტიტუცია ვერ მოახდენს რეფორმირებას, თუ მასში გარეგანი ძალა არ ჩაერთო. სამოქალაქო სექტორს შეუძლია მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაღება და მიუკერძოებელი მიდგომის უზრუნველყოფა რეფორმის სტრატეგიების შესამუშავებლად.
შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა
• მოწოდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობების მიმართ შეიმუშავონ და განახორციელონ ეროვნული სტრატეგიები ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო ადმინისტრაციის რეფორმისათვის სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების საშუალებით;
• მოუწოდონ აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებიც უკვე შეურთდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას და დამატებით ოქმს, მისი განხორციელებისაკენ და ბელორუსიას - შეერთებისაკენ; უზრუნველყონ სუბსიდიარობის პრინციპების იმპლემენტაცია;
• უზრუნველყონ საჯარო ადმინისტრაციის რეფორმებისა და ევროპული თანამშრომლობის პროექტების დამოუკიდებელი მონიტორინგი, მათ შორის, იმ პროექტების, რომლებიც დაფინანსებულია ბიუჯეტითა და საერთაშორისო კომერციული ბანკით;
• მოუწოდონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობებს შეამცირონ ადმინისტრაციული გადასახადი; შეამცირონ მფარავი ფუნქციების მქონე ორგანოების რაოდენობა, როგორც აუცილებელი პირობა პროგრამების სააგენტოს ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებისათვის.
• ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყოველთვის როცა, ევროპული კომისია მოლაპარაკებას გამართავს პარტნიორ მთავრობებთან ევროკავშირის ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით ან წარმოადგენს პროექტებსა და სტრატეგიებს, მათ შორის ინსტიტუციონალური გაძლიერების პროგრამებს საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის სფეროში
• შექმნას კიდევ ერთი გზა ინსტიტუციონალური განმტკიცების პროგრამებისათვის, რაც შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების სწრაფად და ეფექტურად განახორციელოს გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივი თვითმმართველობის ტრეინინგი; მოახდინოს ტრეინინგებისა და განათლების დონის ამაღლება საჯარო მოხელეთათვის სხვადასხვა ღირებულებებისა და ტრეინინგის საჭიროებების გათვალისწინებით;
მომზადებულია სვიატოსლავ პავლიუკის მიერ, PAUCI, უკრაინა;

ნინა ისკანდარიანი, კავკასიის ინსტიტუტი, სომხეთი

სასამართლო რეფორმის ქვე-ჯგუფის რეკომენდაციები

ქვე-ჯგუფის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მოკლე პრეზენტაციები სასამართლო სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილ ქვეყნებში. განსაკუთრებული ყურადღბა მიექცა სამოქალაქო სექტორის მიერ შემუშავებულ მონიტორინგის ანგარიშებსა და ანალიტიკურ შეფასებებს სასამართლო რეფორმის სფეროში.

ყოველმხრივი დისკუსიების საფუძველზე, ქვეჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ, თუმცა, აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია სასამართლო რეფორმის სფეროში, შესაძლებელია ამ პრობლემის არსის განსაზღვრა ერთობლივი შეფასებებისა და შესაბამისი რეკომენდაციების გზით თითოეული ქვეყნის ხელისუფლებასა და ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესის ფონზე.

განისაზღვრა კონკრეტული პრობლემები, მათ შორის:
• მოსამართლეთა დამოუკიდებლობდა და მიუკერძოებლობა (კორუფცია, ზეწოლა აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან, „ბრალდების მხარდაჭერის ტენდენციები“)
• დანიშვნის სისტემა (გამჭვირვალობა, აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ეფექტურობა)
• მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა (უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების ეფექტურობა, ხარისხი და ხელმისაწვდომობის დონე საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისათვის);
• მართლმსაჯულების გამჭვირვალობა (განსაკუთრებით წინა-სასამართლო ზომების გამოყენების სფეროში)
• სასამართლო ორგანოების როლი ფარული საგამოძიებო ზომების სფეროში;

პროცედურული რეკომენდაციები სასამართლო რეფორმის პროცესის მიმართ
• ევროკავშირის დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდა მართლმსაჯულების სექტორისათვის შესაბამის ქვეყნებში
• სპეციალური პლატფორმების შექმნა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისათვის რეფორმების დაგეგმარებასა და განხორციელებაში ხელისუფლების მხრიდან (მაგ: საქართველოს უწყაბათაშორისი რეფორმის საბჭო და ევროკავშირის ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამა)
• უფრო კონკრეტული და ნათელი რეკომენდაციების წარმოდგენის საჭიროება საკადრო პოლიტიკის/კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან დაკავშირებით ამ სფეროში ევროკავშირისაგან, მის სამოქმედო გეგმებში, ანგარიშებსა და შეფასებებში
• ექსპერტთა ჯგუფის შექმნის საჭიროება ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად
• პერიოდული სისტემის შექმნა ერთობლივი (ევროკავშირის, მონაწილე ქვეყნის ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები)  მოქმედებების განხორციელებისათვის ევროკავშირის მიერ მთავრობებისათვის გაწეული რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით
• დაფინანსების დივერსიფიკაციისა და რაოდენობის გაზრდა ამ სფეროში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის
• სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების (ექსპერტების) ჩართულობის გაზრდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამების საქმიანობებში, რომლებიც მიმართულია ხელისუფლებებისადმი
• სამუშაო ჯგუფისათვის - ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავება ექვსივე თემატური ქვე-ჯგუფისათვის, რომლებიც წარედგინება ბერლინის ფორუმს, განხილული და წარდგენილი იქნება ევროკავშირის ინსტიტუტების წინაშე; აღნიშნული ქვე-ჯგუფის სამი წევრი შეთანხმდა შეიმუშავოს რეკომენდაციები ბერლინის ფორუმისათვის და წარუდგინოს სამუშაო ჯგუფის კოორდინატორს.

მომზადებულია გიორგი ჩხეიძის მიერ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ქვე-ჯგუფის შეხვედრის ანგარიში

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოება ძალიან დაინტერესებულია აღნიშნული საკითხით, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს მთავრობებისა და ევროპული კომისიის წინააღმდეგობა გასცენ ვიზასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

შეხვედრის მეორე ნაწილში ჩვენ შევეხეთ:
1. სხვა სამუშაო ჯგუფებთან და პლატფორმებთან თანხვედრა
სავიზო საკითხები ასევე ეხება სხვა ჯგუფების მიერ განხილულ თემებს. ასე რომ, საჭიროა:
• ურთიერთმფარავ საკითხებზე მომუშავე ჯგუფების საქმიანობის კურსში ყოფნა, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აკადემიური გაცვლა და მიგრაცია, ასევე ადამიანის უფლებები და ანტი–კორუფციული საქმიანობა;
• მოქმედებების განხორციელება კავშირების განმტკიცების გზით და ხაზის გასმა ვიზასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვა სფეროებში
• ახალი ასპარეზის წარმოჩენა სექციების ურთიერთმფარავ თემებზე დისკუსიის მოსაწყობად
2. გზავნილის დიფერენციაცია ადრესატის ტიპის მიხედვით, მაგ: საკითხის სხვადასხვა ასპექტებს უნდა გაესვას ხაზი როცა:
• აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან საუბრისას ხაზი უნდა გაესვას ტექნიკური და სამართლებრივი შესაბამისობის საკითხებს
• ევროკავშირთან საუბრისას – რადგანაც გადაწყვეტილება იმის შესახებ, დაიწყოს თუ არა სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესი წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა, არ უნდა იქნას გამოყენებული ორმაგი სტანდარტები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც თანაბრად რიან მომზადებული სავიზო რეჟიმის გამარტივების/ლიბერალიზაციის პროცესისათვის
• აღმოსავლეთ პარტნიორობის საზოგადოებასთან საუბრისას – ყურადღების გამახვილება იმ ფაქტზე, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივების/ლიბერალიზაციის პროცესი დროს მოითხოვს, ასე რომ მათ უფრო მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინონ.
ასევე, ნათლად უნდა მოხდეს იმის შეტყობინება, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივება/ლიბერალიზაცია არ გულისხმობს გადაადგილების სრულ თავისუფლებას.
3. ორივე მხარის დარწმუნება (აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავრობებისა და ევროკავშირის) იმაში, რომ სავიზო ლიბერალიზაციას აქვს პოტენციალი განხორციელდეს წარმატებულად:
• ევროკავშირი აღქმული უნდა იქნას, როგორც უფრო გახსნილი (და არა „კარჩაკეტილი ევროპა“)
• აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავრობებმა უნდა აჩვენონ თავიანთ მოქალაქეებს ევროკავშირთან დაახლოების ხელშესახები შედეგები
4.სამუშაო ჯგუფის სამუშაო გეგმა
• წარმოდგენილი თუ დაპირებული სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესების განხორციელების მონიტორინგი (სასარგებლო იქნება PASOS პროექტის  შედეგები სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ვებსაიტი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისათვი სავიზო საკითხებთან დაკავშირებით – www.novisa.eu - ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ვებსაიტი (2011 წლის იანვარი).
• ყურადღების მიდევნება სავიზო რეჟიმის გამარტივების/ლიბერალიზაციის პროექტების დაფინანსებაზე, მაგ: როგორ დაიხარჯა პროექტისათვის გამოყოფილი თანხა
• სავიზო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის საქმიანობის გაგრძელებას უზრუნველყოს „უვიზო მიმოსვლის კოალიციის“ შეხვედრა ფორუმ+ის ფორმატში (მათ შორის ყველა ორგანიზაცია, რომელიც მონაწილეობს სავიზო ქვე–ჯგუფში და სავიზო თემით დაინტერესებული სხვა ორგანიზაციები)
5. იდეები II სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის რეკომენდაციებისათვის:
• ძირითად რეკომენდაციები უნდა შემუშავდეს სპეციალური რეკომენდაციების საფუძველზე, იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
• ტექნიკური საკითხები უნდა განცალკევდეს პოლიტიკურისაგან: ტექნიკური დახმარებისათვის უნდა გამოიყოს უფრო მეტი დაფინანსება: ტრეინინგები მათთვის, ვინც ჩართულია სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში, ტრეინინგები ჟურნალისტებისათვის
• თხოვნა ევროკავშირისადმი საჯარო გახადოს სავიზო რეჟიმის გამარტივების/ლიბერალიზაციის სახელმძღვანელო პრინციპები და სამოქმედო გეგმა
• თხოვნა წევრი–სახელმწიფოების მიმართ არ უგულებელყონ სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა აღნიშნულ საკითხს უგულებელყოფს მომავალი პრეზიდენტების დღის წესრიგები.

მომზადებულია მარია შთასზკიევიჩის მიერ, საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაცია, ჩეხეთის რესპუბლიკა;
ანიტა შიმბორსკა, შტეფან ბატორის ფონდი, პოლონეთი

ადამიანის უფლებათა ქვე–ჯგუფში განხილული დებატის მოკლე შინაარსი

ადამიანის უფლებების ჯგუფის შექმნის იდეა მოხსენიებულ იქნა ბრიუსელში გასული წლის ფორუმზე. „საწყის“ პროდუქტს უნდა წარმოადგენდეს ადამიანის უფლებათა მდგომარეობისა და მნიშვნელოვანი მოვლენების პერიოდული მონიტორინგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში, რომელიც შემუშავდება წელიწადში ორჯერ მარტსა და სექტემბერში (უხეშად რომ ვთქვათ ერთი თვით ადრე I სამთავრობოთაშორისო პლატფორმის შეხვედრებამდე).

ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნული ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია I სამუშაო ჯგუფისა და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების ფორუმისათვის იმის გათვალისწინებით, რომ ის, ერთის მხრივ, ნებას რთავს აღმოსავლეთ პარტნიორ 6 ქვეყანას ითანამშრომლონ რეგიონალურ დონეზე და მეორეს მხრივ, ქმნის ამ შეხვედრების პრაქტიკულ შედეგს. ჩვენ ვაგრძელებთ ევროპული კომისიის რეკომენდაციების მოხსენიებას. აღნიშნული მონიტორინგის ანგარიში იქნება პრაქტიკული საფუძველი ჩვენთვის ჩვენი რეკომენდაციების შესამუშავებლად, სულ მცირე ადამიანის უფლებათა სფეროში.

აღნიშნული ანგარიში დაეფუძნება აღმოსავლეთ პარტნიორი ექვსი ქვეყნის არსებულ ანგარიშებს, რომლებსაც წარადგენს ადამიანის უფლებათა ქვე–ჯგუფის წევრები (1–2 გვერდი, პლიუს 3–4 პუნქტობრივი რეკომენდაციები თითოეული ქვეყნიდან), რომელიც შემდეგ ჯგუფის კოორდინატორის მიერ ერთ ფორმატში შემუშავდება.

თითოეული ქვეყნი სექცია მიმოიხილავს ხუთ სფეროს:

1. გამოხატვის თავისუფლება
2. შეკრების თავისუფლება
3. გაერთიანების თავისუფლება
4. ადამიანის უფლებათა სხვა საკითხები
5. საარჩევნო პროცესები (როცა არჩევნები მიმდინარეობს კონკრეტულ ქვეყანაში)
ანგარიში თითოეული ქვეყნიდან უნდა ასახავდეს ამ ქვეყნის სიტუაციას. ზოგიერთ ქვეყანაში, პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს გამოხატვის თავისუფლება, სხვაგან შეკრების თავისუფლება და ზოგან ადამიანის უფლებები. ჩვენ წარმოვადგენთ ამ ხუთ სფეროს, როგორც ზოგად მიმართულებას.

თითოეული სექციის ბოლო ნაწილი შეიცავს რეკომენდაციების ევროკავშირისათვის იმის შესახებ, თუ რაზე უნდა გამხვილდეს ყურადღება თითოეულ ქვეყანასთან მოლაპარაკების გამართვისას.

ანგარიშები უნდა გაეგზავნოს მარეკ სვობოდასა და კატერინა პრზიბილსკას. ანგარიშის წარდგენის პირველი ვადა იწურება 2011 წლის 31 იანვარს. მეტი დეტალები განხილულ იქნება ბერლინში.

სხვა თემები:
• ადამიანის უფლებების საკითხის ლობირება შეხვედრების დღის წესრიგში ჩასასმელად.
• მონიტორინგი, თუ როგორ თავსდება ადამიანის უფლებების თემა სამთავრობოთაშორისო შეხვედრების დღის წესრიგში და როგორ მიიღება მხედველობაში ორმხრივ პროექტებში.
• მონიტორინგი, თუ რამდენად ასახავს რეალურ სიტუაციას მთავრობის დეკლარაციები ადამიანის უფლებების პროგრესის შესახებ.
• პროგრესის კრიტერიუმის განსაზღვრა.

ქვეჯგუფი არ არის ექსკლუზიური და თუ ფორუმის მსვლელობის განმავლობაში ან ახლა გამოჩნდება ჩართვის მსურველი ადამიანები, გთხოვთ დაეკონტაქტოთ კოორდინატორებს მარეკ სვობოდასა და კატერინა პრზიბილსკას. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მონიტორინგის განმავლობაში ქვეჯგუფში წარმოვადგენთ ამ იდეას, სადაც ადამიანებს საშუალება ექნებათ შეუერთდნენ გუნდს.

თვის განმავლობაში ჩვენი ჯგუფი მოახდენს კონცენტრაციას განსაზღვროს წარმატების ნათელი მიზნები და ინდიკატორები - იცოდეს, თუ სად მივემართებით და განსაზღვროს თუ რამდენად წარმატებულები ვართ. ამ მიზნების განახლება უნდა მოხდეს შემდეგი ფორუმებისათვის, როგორც ერთწლიანი შეფასება.

მომზადებულია მარეკ სვობოდას მიერ, People in Need, ჩეხეთის რესპუბლიკა

კატერინა პრზიბილსკა, რობერტ შუმანის ფონდი, ბელორუსია

მედია ქვე-ჯგუფის შეხვედრის ანგარიში

მედია-ქვეჯგუფის მონაწილეებმა ბატონ ბორის ბავასარდიანის (სომხეთი) ხელმძღვანელობით განიხილეს მედიის მდგომაროება მათ ქვეყნებში (სომხეთი, ბელორუსია, საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა) და ყურადღება გაამახვილებს სატელევიზიო სივრცის, ციფრული ტელევიზიისა და ინტერნეტ თავისუფლების მდგომაროებაზე, ისევე როგორც ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ცილისწამება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მედია საშუალებების თვითრეგულირება.

მონაწილეებმა დაასკვნეს, რომ გარკვეულწილად ზემოხსენებული თემები პრიორიტიზირებულია ყველა ქვეყნის მედია განვითარების დღის წესრიგებში. მედია ქვეჯგუფმა რეკომენდაციები გაუზიარა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს (როგორც ყოველწლიური მოვლენა, ასევე მონაწილეთა მუდმივი ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობნის პრიორიტეტების შესაბამისად) სამ დონეზე:
• საქმიანობის საზღვრები
• საქმიანობის ფორმები
• შემოთავაზებები კონკრეტულ პროექტებზე

მედია ქვე-ჯგუფის შემოთავაზებით უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სისტემის მდგომარეობის ყოველმხრივი მონიტორინგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომელიც ძირითადად ფოკუსირდება სისტემის ადმინისტრაციასა და დაფინანსებაზე. ასევე, შემოთავაზებულ იქნა ეროვნული მთავრობებისა და ევროპული კომისიის წინაშე რეკომენდაციების შემუშავება განხორციელებულ მონიტორინგზე დაყრდნობით. საქმიანობის იგივე მექანიზმი შეიძლება მოქმედებდეს ინტერნეტ თავისუფლებასთან დაკავშირებული სამოქალაქო საზოგადოების ღონისძიებების მიმართ. ექსპერტთა შეფასებები და „მოდარაჯე ძაღლის“ მეთოდოლოგია უნდა ფოკუსირდეს საჯარო ხელისუფლების მიერ ინტერნეტ ქსელის კონტროლის საფრთხეზე აღმოსავლეთ პარტნიორობის სფეროში.

ცილისწამებასთან დაკავშირებული სამოქალაქო ლობირების შემდეგი ფორმები იქნა შემოთავაზებული ჯგუფის მიერ: სისხლისსამართლებრივი დევნის გამორიცხვა ეროვნული კანონმდებლობებიდან და ცილისწამების საფუძველზე მედია კომპანიების გაკოტრების შესაძლებლობების გამორიცხვა. რაც შეეხება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მედია ექსპერტების რცევით, უნდა განხორციელდეს შესაბამისი კანონების იმპლემენტაცია და ეროვნული კანონმდებლობების ჰარმონიზაცია ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ევროკავშირის სტანდარტებთან. ჯგუფის რჩევით, მედია ექსპერტთა საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ შესაძლო საფრთხეებზე, რაც ტელევიზიის დიგიტალიზაციას შეიძლება მოჰყვეს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში. მედია სფეროს მონოპოლიზაციამ და მცირე ადგილობრივი სატელევიზიო მაუწყებლების გაქრობამ შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას მედია პლურალიზმსა და მრავალფეროვნებას.

შემოთავაზებულ იქნა მედია ქვე-ჯგუფებისა და ასეთი ჯგუფების ქსელის შექმნა ეროვნულ დონეზე აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის ფარგლებში. მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით განხორციელებული წლიური საჯარო მოსმენების შედეგად შემუშავებული რეზოლუციის დოკუმენტები მიჩნეულ იქნა ერთობლივი საქმიანობის მაგალითად, რომელიც უნდა განხორციელდეს ახლად ჩამოყალიბებული ქსელის მიერ. ასევე ჯგუფის მონაწილეები შეთანხმდნენ მეორე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გამოყოფაზე ბერლინში, რომელსაც გაუწევენ ინფორმაციულ მხარდაჭერას წაახალისებენ რა ნაციონალურ ჟურნალისტებს გააშუქონ ფორუმი.

ჯგუფმა წარმოადგინა მონახაზი მომავალ პროექტებთან დაკავშირებით. შემოთავაზებულ იქნა საინფორმაციო კამპანია აღმოსავლეთ პარტნიორობის არსისა და მიზნების ეროვნულ დონეზე ადვოკატირებასთან დაკავშირებით, რეგულარულ სოციოლოგიურ კვლევებთან ერთად საჯარო აზრის დინამიკის განსასაზღვრად. ჯგუფმა წამოაყენა ინტერაქტიული ვებ-პორტალის შექმნის წინადადება, რომლის მიზანი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მედია სურათის აღწერა საერთო მეთოდოლოგიისა და ინდიკატორების გამოყენებით. ასევე შემოთავაზებულ იქნა სამოქალაქო საზოგადოების მიერ მონიტორინგის განხორციელება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით სიღრმისეული ჟურნალისტური გამოძიების პროგრამის საშუალებით მრავალმხრივ მედია თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

მედია ქვეჯგუფის მონაწილეებმა წარმოადგინეს წინადადება ევროკომისიის წინაშე მედია საკითხების #1 პლატფორმის ოფიციალურ დღის წესრიგში შეტანასთან დაკავშირებით სამთავრობოთაშორისო დონეზე განსახილველად. ასევე ჯგუფმა განსაზღვრა მისი პრიორიტეტი - ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი ეროვნული მედია კანონების შემუშავება.

მომზადებულია ბორის ნავასარდიანის მიერ, ერევნის პრეს-კლუბი, სომხეთი;

ანრი კულაკოვი, Internews-Ukraine, უკრაინა

FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები