ეროვნულ კოორდინატორად არჩეულია კონსტანტინე ჟღენტი.
მიმდინარე წლის 29-30 ივნისს, საქართველოს ეროვნული პლატფორმის დელეგატემბა ახალი ეროვნული კოორდინატორი აირჩიეს.
ფორუმის 20 დელეგატიდან ეროვნული კოორდინატორობის სურვილი გამოხატა 2-მა დელეგატმა. 29 ივნისს, ონლაინ შეხვედრაზე მათ წარმოადგინეს თავიანი ხედვები, თუ როგორ გააძლიერებენ ეროვნულ პლატფორმასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმს, მათი არჩევის შემთხვევაში. ასევე ყველა მონაწილემ და 2-ვე კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ისეთ რთულ ვითარებაში, რომელიც დღეს საქართველოშია შექმნილი.
ეროვნული კოორდინატორის არჩევნები ჩატარდა ელექტონული სისტემით “Election Runner”-ის გამოყენებით. ხმისმიცემის პროცესი დაიწყო 29 ივნისის 23:00 და 30 ივნისის 16:00 საათზე დასრულდა.
ეროვნული კოორდინატორობის კანდიდატები იყვნენ:
კონსტანტინე ჟრენტი – საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია
კორნელი კაკაჩია – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 19-მა დელეგატმა. მათგან 63%-მა მხარი დაუჭირა კონსტანტინე ჟღენტის კანდიდატურას.