2021 წლის, 2 დეკემბერს, ონლაინ პლატფორმა ზუმის გამოყენებით, მესამე სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეული თემატიკის გათვალისწინებით, გაიმართა მორიგი სექტორული შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რომელზეც განიხილეს და იმსჯელეს ენერგეტიკის სტრატეგიის დოკუემნტზე. თავდაპირველად, მოკლე პრეზენტაციის სახით, წარადგინეს საკითხები რომელიც უკავშირდება ენერგოეფექტურობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარემოსთვის უსაფრთხოების საკითხებს.

შეხვედრში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები, ისე სფეროს ექსპერტები და სამოქალაქო აქტივისტები. თავის მხრივ, განხილვებში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან.

განხილვაში ასევე მონაწილეობდა – USAID-ის წარმომადგენელი.