2018 წლის 23 ივლისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა განიხილა საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო წინადადების ინიციატორები არიან: ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორი, ლაშა ტუღუში, საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე.

შეთავაზებული ცვლილებების თანახმად, იცვლება საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის წესი, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და მისი დაკომპლექტების წესი.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები, მოწვეული ექსპერტები და იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები.