დღეს, 23 თებერვალს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს პოლიტიკური ჯგუფის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვისთვის“ წარმომადგენლებთან. დამსწრეებმა განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და მისი გავლენა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.


