2021 წლის, 30 ნოემბერს, ჰიბრიდული ფორმატის გამოყენებით, მესამე სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეული თემატიკის გათვალისწინებით, გაიმართა მორიგი სექტორული შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რომელზეც განიხილეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები, ისე სფეროს ექსპერტები. თავის მხრივ, განხილვებში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან.