6 თებერვალს აღმოსავლეთ პრტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-3 სამუშაო ჯგუფმა უმასპინძლა არასამთავრობო ორგანიზაციებს თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან
6 თებერვალს აღმოსავლეთ პრტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-3 სამუშაო ჯგუფმა უმასპინძლა არასამთავრობო ორგანიზაციებს თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან
20 / თებ / 2020
6 თებერვალს აღმოსავლეთ პრტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-3 სამუშაო ჯგუფმა უმასპინძლა არასამთავრობო ორგანიზაციებს თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან. ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებოდნენ ინტერსექტორული თანამშრომლობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის გასაცნობად.
ნატოსა და ევროკავსირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გამართულ სხვედრაში, მონაწილეობა მიიღეს მე-3 ჯგუფის წევრმა ორგანიზაციებმა. მხარეებმა დიალოგის ფორმატში ისაუბრეს გარემოს დაცვის, საზოგადოების მონაწილეობის, გენდერული თანასწორობის, ინტერსექტორული ურთიერთობებისა და სამივე ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის სხვა საინტერესო საკითხებზე.

საქართველოში თურქმენული და აზერბაჯანული არასამთავრობო ორგანიზაციების ვიზიტი განხორციელდა თურქეთში კანადის საელჩოსა და წყლის გლობალური პარტნიორობის მხარდაჭერით (Global Water Partnership). პროექტი მიმართულია გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროში (წყლის რესურსების მაგალითზე) ქალების ჩართულობის გაფართოებისაკენ.

ბეჭდვა