პროგრამული მხარდაჭერა 2020
03 / თებ / 2021
ევროკავშირის მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ, 2020 წელს გამოცხადდა პროგრამული მხარდაჭერის პროცესი, რომელიც განხორციელდა 3 ეტაპად. ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბდა შემფასებელი კომისია, რომელიც განიხილავდა შემოსულ საპროექტო განაცხადებს.
საერთო ჯამში დაფინანსდა 7 პროექტი და უზრუნველყოფილ იქნა პლატფორმის 48 წევრი ორგანიზაციის ჩართულობა.

დაფინანსებული პროექტები:
1. "ასოცირების შეთანხმებით აღებული ჩარჩო დირექტივების (WFD, MSFD, ბიომრავალფეროვნება), ენერგეტიკული რესურსების გამოყენებისა და კლიმატის ცვლილების შერბილების ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი) ჩOVID-19 პანდემიის პირობებში - ძირითადი აპლიკანტი - მანანა დევიძე - ფონდი "კავკასიის ეკოლოგია"

2. ევროპული ინოვაციური და ეკონომიკური მოდელების დანერგვა -ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად - ძირითადი აპლიკანტი - ნინო ელიზბარაშვილი - ასოციაცია "ქალი და ბიზნესი"


3. ძლიერი საზოგადოება-ძლიერი მმართველობისთვის - ძირითადი აპლიკანტი - ნინო ხუხუა - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო

4. საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგი დასავლეთ საქართველოში - ძირითადი აპლიკანტი - ალლა გამახარია - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი"


5. სამოქალაქო ჩართულობა სამომხმარებლო ბაზრზე ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის განთავსების ხელშეწყობისთვის - ძირითადი აპლიკანტი - მანანა წულაია - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა"

6. "პანდემიის პირობებში ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები, სიტუაციის სოციალურ-ეკონომიკური ანალიზი და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება" - ძირითადი აპლიკანტი - ზვიად ელიზიანი - საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი"

7. თვითმმართველობის განვითარება და საარჩევნო პროცესების ანალიზი კონფლიქტების ტრანსფორმაციის ხელშესაწყობად - ძირითადი აპლიკანტი - ალუ გამახარია - მშვიდობიანი და საქამიანი კავკასია

FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა