საქველმოქმედო აქცია - „ევროპა-წიგნის სიყვარული“
საქველმოქმედო აქცია - „ევროპა-წიგნის სიყვარული“
05 / დეკ / 2019
დღეს, 3 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული პლატფორმის ინიციატივით განხორციელდა საქველმოქმედო აქცია - „ევროპა-წიგნის სიყვარული“. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში პლატფორმის წევრი ორგანიზაციები ესტუმრნენ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ წითელუბნანში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე საჯარო სკოლას.
საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით, აღნიშნული სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრდ გადავეცით 200-მდე კლასგარეშე საკითხავი შემეცნებით-საგანმანათლებლო ლიტერატურა
წითელუბნის საჯარო სკოლა საბაზისოა და იქ , ამ ეტაპისთვის, 48 მოსწავლე ფიქსირდბა.
ბავშვებისთვის და სკოლის დირექციისთვის ძალიან სასიხარულო იყო მსგავსი აქცია.
მათი ბიბლიოთეკა დღეს ნამდვილად მრავალფეროვანი და უფრო საინტერესეო გახდა.
მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება მსგავსი აქტივობები, რათა ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ბავშვების განათლებისთვის და უკეთესი მომავლისთვის გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ლამზირა მუზაევს და მოსწავლეებს თბილი დახვედრისთვის.

Eilat

Eilat
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები