ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში სექტორალური შეხვედრა გაიმართა
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში სექტორალური შეხვედრა გაიმართა
29 / ნოე / 2019
2019 წლის 28 ნოემბერს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა სექტორალური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, ლაშა ტუღუში, მესამე სამუშაო ჯგუფის კოორდინატორბი: ნინო ჩხობაძე და მურმან მარგველაშვილი , ასევე გარემოს დავცით საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სექტორული შეხვედრის ფარგლებში, თავიანთი მოსაზრებები და რეკომენტადიები გაუზიარეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შემდეგ საკითხებზე:
ტყის კანოპროექტი და მუნიციპალური ტყეების საკითხი;
წყლის კანონის მიღება;
საზღვაო გარემოს სტრატეგიის მოქმედებათა პროგრამის შესახებ.
სექტორული შეხვედრები იმართება საგარეო საქმეთა სამინისტროს სექტორული ინტეგრაციის სამმართველოს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის შუამავლობით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან შეხვედრას ესწრებოდნენ:
ლაშა ინაური - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი;
ნინო ლაცაბიძე - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი.
ლაშა ახალაია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის მდგრადი განვითარების სამმართველოს სპეციალისტი.

შეხვედრის დასასრულს, ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისთვის
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები