აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-10 საერთო კრება
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-10 საერთო კრება
09 / ოქტ / 2019
2019 წლის 7 ოქტომბერს, მულტიფუნქციურ ცენტრში „რესპუბლიკა“ გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის რიგით მე-10 საერთო კრება.
პლატფორმის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიების დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბატონმა კარლ ჰარცელმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, ბატონმა არჩილ ყარაულაშვილმა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ქალბატონმა ირინა ფრუიძემ.
საერთო კრებამ იმსჯელა და განიხილა წესდებისა და ეთიკის ცვლილების პროექტები.
საერთო კრებაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული პლატფორმის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში, განიხილეს 2019-2020 წლების ევროინტეგრაციის პროცესის თანმდევი გამოწვევები .
რიგით მე-10 საერთო კრებაზე დამტკიცდა წესდებისა და ეთიკის კოდექსის ცვლილებების პროექტი.
საერთო კრების მიმდინარეობის პროცესში ჩატარდა ეროვნული პლატფორმის თავმჯფომარისა და სამუშაო ჯგუფების კოორდინატორების არჩევნები. ასევე ახლადჩამოყალიბებული დავების განმხილველი ორგანოს წევრების არჩევნები.
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები