საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა
04 / ოქტ / 2019
2019 წლის 13 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მეხუთე შეხვედრა.
სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა დაფუძნებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 412-ე მუხლის თანახმად. მისი მიზანია შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი, რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის უმაღლესი დონის ინსტიტუტებისთვის, მთავრობებისთვის და პარლამენტებისთვის.

პლატფორმის მეხუთე შეხვედრა გახსნა საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის თანათავმჯდომარემ კახა გოგოლაშვილმა და ისტვან კოვოროცკიმა, რომელიც ასევე გახლავთ აღნიშნული პლატფორმის თანათავმჯდომარე.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესის მსველობაზე ისუბრეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნული პლატფრომის წევრები არიან. დამსწრეებმა განიხილეს შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, წარადგინეს ანგარიშები შემდეგ თემებზე:
• შრომის უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე
• მიგრანტების ცხოვრება საქართველოში


FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები