საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების განცხადება
30 / აგვ / 2019
საოკუპაციო ძალებმა მოახდინეს სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზება საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს.

მათი წარმომადგენლები ძალის დემონსტრირებით,  ულტიმატუმის ფორმით მოითხოვენ საქართველოს პოლიციის მიერ გახსნილი საპოლიციო საგუშაგოს გაუქმებას. რაც, აღმაშფოთებელია და იწვევს ჩვენ მძაფრ პროტესტს. ბოლო დროს აშკარად გახშირებულია  რუსეთის საოკუპაციო, ან მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ძალების მიერ  განხორციელებული უკანონო მოქმედებები. გამყოფი ხაზის "ბორდერიზაცია" , მავთულხლართები პირდაპირ, ცინიკურად ადამიანების ბაღებზე, ეზოებზე და სახლებზე გადის, სახეზეა ადამიანების გატაცებების ფაქტები,  სადისტური მკვლელობები.

ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გააძლიეროს ზრუნვა მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, რაც გულისხმობს დამატებითი საპოლიციო  საგუშაგოს ფუნქციობას, ამავდროულად  არ აჰყვეს კრემლის პროვოკაციებს, გაზარდოს  ძალისხმევა ქვეყანაში მშვიდობასა და სტბილურობის შენარჩუნებაზე.

ამავდროულად მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს მკაფიოდ გამოხატონ რუსეთის პროვოკაციული და აგრესიული მოქმედებების მიმართ მათი დამოკიდებულება.



ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. ლიბერალური აკადემია თბილისი
  2. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
  3. ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის
  4. ასოციაცია ,,დეა"
  5. საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო
  6. ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო
  7. პრესის ასოციაცია
  8. ფონდი ”სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი”
  9. სკოლა-ოჯახი-საზოგადოება
  10. ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის
  11. ახალგაზრდული ალტერნატივა
  12. ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო
  13. საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი
  14. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება
  15. ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია
  16. ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია
  17. ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები