აპ-ის სამოქალაქო საზოგადოების სამხრეთ ხმელთაშუაზღვის ქვეყნების მხარდამჭერი განცხადება
16 / დეკ / 2011
ბარონესა კატერინა მარგარეტ აშტონს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს

აპ-ის სამოქალაქო საზოგადოების სამხრეთ ხმელთაშუაზღვის ქვეყნების მხარდამჭერი განცხადება

ძვირფასო ქნ-ო აშტონ,

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სახელით, გვინდა ერთსულოვნად გამოვუცხადოთ მხარდაჭერა და სოლიდარობა ეგვიპტის, ტუნისის, ლიბიისა და სამხრეთ მეზობლობის სხვა ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებებს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისა და უკეთესი ცხოვრებისათვის. ჩვენ ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებთ დემოკრატიული ცვლილებების მოწინააღმდეგე ძალებთან ძალადობრივი კონფრონტაციის ყველა მსხვერპლს.

შეშფოთებულები ვართ ადამიანებისა და ემიგრანტების მდგომარეობით. მოვუწოდებთ ევროკავშირს უზრუნველყოს ისინი საჭირო დახმარებით რომელიც დაადასტურებს სოლიდარობის რეალურ ღირებულებებს რომლის საფუძველზეც ევროკავშირი შეიქმნა.

გვესმის და ვაღიარებთ რომ ადამიანის უფლებები და დემოკრატია ის ფუნდამენტალური საფძვლებია რომელსაც ეყრდნობა მთელი მსოფლიოს ქვეყნების კეთილდღეობა და ბედნიერება. ჩვენ მივესალმებით ცვლილებებს ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში იმ იმედით რომ ამ რეგიონს უკეთესი მომავალი ექნება.

თუმცა, ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანია იპოვოს სწორი ბალანსი მის აღმოსავლეთ და სამხრეთით აღებულ ვალდებულებებს შორის. ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია ევროკავშირის საზღვრებისა და ევროპის როგორც კონტინენტის უსაფრთხოებისათვის; მიუხედავად ამისა ორივე რეგიონი სხვადასხვა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დგას.

ჩვენი რეკომენდაციაა ვიხილოთ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ორი დიდი პოლიტიკური განზომილება  - აღმოსავლეთი და სამხრეთი - როგორც ერთი მონეტის ორი მხარე; ორივეს მიმართ უნდა არსებობდეს მსგავსი მიდგომა როგორც პოლიტიკურ ასევე ფინანსური კუთხით. ევროკავშირის მიერ ხმელთაშუაზღვის რეგიონის მიმართ გადადგმული ყველა ნაბიჯი არ უნდა აზარალებდეს აღმოსავლეთ პარნტიორობას. ეს შეეწინააღმდეგება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიზნებს.

საფრანგეთის, ესპანეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, მალტისა და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრები წერილში ურჩევენ აღმოსავლეთის ფონდები გადამისამართდეს სამხრეთისაკენ. გვესმის რომ ჩრდილოეთ აფრიკული განვითარების დინამიკა და მასშტაბი საჭიროებს შესაფერის და სწრაფ რეაქციას ევროკავშირიდან. ამავე დროს, ჩვენი რჩევაა შესაბამის ქვეყნებში დემოკრატიულ ცვლილებების შესაძლო დახმარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებში გათვალისწინებული იყოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის უფრო ფარტო ასპექტები. ისინი არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ ევროკავშირის მიერ უკვე აღებულ ვალდებულებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში.

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი და აპ-ის პარტნიორი ქვეყნების ასობით არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანება გამოვხატავთ მზადყოფნას გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება ჩრდილოეთ აფრიკისა და შუა აზიის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და წვლილი შევიტანოთ დისკუსიებში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების გამოცდილების  გაზიარების შესახებ.

ამ მხრივ, გვინდა კონტაქტი დავამყაროთ სამხრეთში სამოაქალაქო სექტორთან და მოვიწვიოთ მათი ზოგიერთი წარმომადგენელი მონაწილეობა მიიღონ ჩვენს შემდგომ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში რომელიც ჩატარდება პოზნანში წელს. ჩვენი რეკომენდაციაა ევროკავშირმა გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების როლი მომავალში სამხრეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონთან დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობისათვის პარტნიორობაში.

მადლობას გიხდით ყურადღებისათვის და როგორც ყოველთვის, მზად ვართ ვითანამშრომლოთ მომავალი კონტაქტების დამყარების მიზნით.

აპ-ის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის სახელით
ვლად ვიალიჩკა, მმართველი კომიტეტის თანათავჯდომარე, ევრობელარუსის თავჟდომარე;
ანტონელა ვალმორბიდა მმართველი კომიტეტის თანათავჯდომარე, ალდა-ს დირექტორი.
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები