აღმოსავლეთ პარტნიორობის განცხადება
16 / დეკ / 2011
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტისაგან
ადრესატები:

სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მთავრობები
ევროკავშირის ინსტიტუტების თავმჯდომარეები
ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების მთავრობები•ევროპის საბჭო2011 წლის 5 აპრილი

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი მათ მოუწოდებს:

ადამიანის უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებასა და დემოკრატიის რეფორმას განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭოს ევროკავშირის ურთიერთობებში აზერბაიჯანთან და ბელორუსიასთან
დაკავებული სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და პოლიტიკური პატიმრები დაუყოვნებლივ იქნან გათავისუფლებულნი ორივე ქვეყანაში
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ პლატფორმებში აღიარონ როგორც ევროკავშირის მთავარი პარტნიორები აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში, და ევროკავშირის მიერ ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობის ორგანიზაცია, რომელიც დააფინანსებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობებს და მხარს დაუჭერს დიალოგს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მთავრობებს შორის.სამოქალაქო საზოგაოდების საქმიანობა - მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ჩარჩოებში ფორმალურად აღიარებული საქმიანობა, დაარსებული და დაფინანსებული ევროპული კომისიის მიერ - დაბრკოლებების ქვეშ იმყოფება ბელორუსიისა და აზერბაიჯანის მთავრობების მიერ.

დემოკრატიის მოძრაობის ხელმძღვანელებს აკავებენ და აპატიმრებენ ბაქოში

2011 წლის 2 აპრილს, ბაქოში მშვიდობიანი დემონსტრანტები დააკავეს და დააპატიმრეს. 2 აპრილამდე გამართულ საჯარო შეხვედრებზე, რომელიც აზერბაიჯანს დემოკრატიული რეფორმებისაკენ მოუწოდებდა, პოლიციამ ასევე დააკავა აქციის მონაწილეები, განახორციელა რა პრევენციული მოქმედება. ბელორუსიის მთავრობამ ხელი შეუშალა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის რამდენიმე წევრის მონაწილეობას მმართველი კომიტეტის შეხვედრაში, რომელიც დაგეგმილი იყო მინსკში 2011 წლის 4-5 აპრილს - როცა უარი თქვა ვიზები მიეცა ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოს ოთხი წევრისათვის, რაც აშკარა უპატივცემულობა იყო ევროკავშირის მიმართ, რადგანაც სავიზო აპლიკაციები დაეფუძნა ევროკავშირის დელეგაციის მიერ მინსკში გაცემულ მოწევევებს (მმართველი კომიტეტი შეიცავს 10 წევრს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და შვიდს ევროკავშირის ქვეყნებიდან). შედეგად, მმართველი კომიტეტის სრული შეხვედრა ვერ შედგა - შეხვედრა, რომელიც დაფინანსებული იყო ევროპული კომისიის მიერ და შეთანხმების თანახმად უნდა გამართულიყო მინსკში ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის კომისრის შტეფან ფულეს პირადი მეცადინეობითა და მხარდაჭერით.

2010 წლის 21 დეკემბერს გაკეთებული განცხადების შესაბამისად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი განმეორებით მოუწოდებს ბელორუსიის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველადაკავებული დემოკრატიის მხარდამჭერი და უფლებადამცველი, ჟურნალისტები, ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატები და მათი თანაშემწეები, რომლებიც 2010 წლის 19 დეკემბერს, ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დააკავეს.

პრაღის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ერთობლივ დეკლარაციაზე, რომელსაც ხელი მოეწერა 2009 წლის 7 მაისს ევროკავშირისა და ექვსი მეზობელი ქვეყნის მიერ, მათ შორის ბელორუსიის მთავრობისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა დაეფუძნება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებებისადმი პატივისცემა, ისევე როგორც საბაზრო ეკონომიკა, მდგრადი გავნითარება და ეფექტური მმართველობა.“ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი მოუწოდებს აზერბაიჯანისა და ბელორუსიის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისათვის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმებისათვის, ხელის შეშლა. მამრთველი კომიტეტი მოუწოდებს ევროპულ კომისიას, ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს ინტენსიური კონსულტაციები გაიარონ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და უზრუნველყონ, რომ პირდაპირ მათთან გამართავენ შეხვედრებს ყოველი ოფიციალური ვიზიტისას აზერბაიჯანში, ბელორუსიაში და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში (სომხეთი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა), რათა უშუალოდ მოისმინონ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული თავისუფლებების მდგომარეობის შესახებ მათ ქვეყნებში.

ასევე, მმართველი კომიტეტი მოუწოდებს ევროპულ კომისიასა და ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს მხარი დაუჭირონ სამოქალაქო საზოგადოების ყოველმხრივ მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ოფიციალურ პლატფორმის შეხვედრებში, თემატურ სამუშაო ჯგუფებში, ექსპერტთა პანელებსა და ფლაგმანის ინიციატივებში, საკადრო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესში და სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობის ორგანიზაციის დაარსებაში ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ქვეშ, დააფინანსონ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლოპბები და მხარი დაუჭირონ დიალოგს ამ ორგანიზაციებსა და მთავრობას შორის.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი აირჩა სამოქალაქო საზოგადოების 200-ზე მეტი წარმომადგენლის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე ბერლინში 2010 წლის 18-19 დეკემბერს. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი დაარსდა ევროპული კომისიის მიერ „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის კონტაქტების გასაძლიერებლად და მათი დიალოგის ხელშესაწყობად საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.“
გეგმები სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მონაწილეთათვის 2011-2012 წლებისათვის შეიცავს შედარებით ანგარიშს, რომელიც აღწერს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში.

თანათავჯდომარეები

ანტონელა ვალმორბიდა
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების გაერთიანება
Antonella.valmorbida@aldaintranet.org
ულად ვიალიჩკა
საერთაშორისო კონსორციუმი ეურობელორუსი, ბელორუსია
UV@EUROBELARUS.INFO
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები