მმართველი კომიტეტის განცხადება ბელარუსის არჩევნებზე
30 / დეკ / 2011
2010 წლის 21 დეკემბერი
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის განცხადება ბელარუსის რესპუბლიკის ხელისუფლებას,ბარონესა კატერინა მარგარეტ აშტონს - ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს,
შტეფან ფულეს - გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ევროპის კომისარს.
აპ-ის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ითხოვს სრული უფლება მიეცეს მინსკში ევროკავშირის წარმომადგენლობას შეხვდნენ დაკავებულებს, ითხოვს ასევე პატიმრების გათავისუფლებას და ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და შემდგომ პოლიციელთა ქმედების დამუკიდებელ გამოძიებას.
2010 წლის 19 დეკემბრის საღამოს, ბერლარუსში ადამიანის უფლებების პატივისცემის და ღია, ტოლერანტული საზოგადოების შექმნის იმედები დაიმსხვრა  ჩვეულებრივი მოქალაქეების, ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების, უფლებადამცველების და ბელარუსი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მილიციისა და სპეცნაზის მიერ გამოყენებული სისასტიკით.
აპ-ის სსფ-ის მმართველი კომიტეტი მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას სრული თავისუფლება მისცეს მინსკში  ევროკავშირის წარმომადგენლობას და ბელარუს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს შეხვდნენ დაკავებულებს ციხეში და დაზარალებულებს საავადმყოფოებში; ასევე ითხოვს პატიმართა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას - ზოგიერთი ოპოზიციის საპრეზიდინტო კანდიდატი და უფლებადამცველი და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები დააკავეს 2010 წლის 19 დეკემბერს - ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს და მეორე დღეს - 20 დეკემბერს.
ამას გარდა, სსფ-ის მმართველი კომიტეტი სთხოვს ევროკავშირს ჩაატაროს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს და შემდეგ პოლიციელთა ქმედების
დამოუკიდებელი გამოძიება, რომელმაც, ეუთოს დასკვნის მიხედვით „ხელი შეუშალა ბელარუსს ახალი ეტაპზე გადასულიყო. ხმების დათვლის პროცესი არასაკმარისად გამჭვირვალე იყო. ბელარუსის ხალხი მეტს იმსახურებდა.“
პრაღის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ერთობლივი განცხადებით, რომელსაც ხელი 2009 წლის 7 მაისს ევროკავშირმა და ექვსმა მეზობელმა ქვეყანამ მოაწერა, მათ შორის ბელარუსის ხელისუფლებამაც, მონაწილეები შეთანხმდნენ რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა დაეფუძნებოდა საერთაშორისო სამართლისა და ფუნდამენტალური ღირებულებების პრინციპებს, მათ შორის დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებისა და ძირეული თავისუფლებების პატივისცემას, ასევე საბაზრო ეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და კარგ მმართველობის პრინციპებს.“
2010 წლის 19 დეკემბრის საღამოს, ბელარუსის ხელისუფლება ცალსახად დაუპირსიპირდა ამ პრინციპებს. ბელარუსის სპეცნაზმა დაარბია და დააკავა ასობით ადამიანი, მათ შორის სამი საპრეზიდენტო კანდიდატი, ბელარუსის ჰელსინკის კომიტეტის თავჯდომარე და ორგანიზაცია „უფლებადამცველები თავისუფალი არჩევნებისათვის“ კოორდინატორი ასევე სხვა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები. ღამის განმავლობაში კგბ-ეს თანამშრომლებმა დაარბიეს კამპანიის მონაწილე ადამიანის უფლებათა ცენტრი „ვიასნა“ და დააკავეს მისი ათი თანამშრომელი. სხვა ქალაქებში დააპატიმრეს ჩვეულებრივი  მოქალაქეები, რომლებიც მინსკიში გამგზავრებას აპირებდნენ.
2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. მაგალითად, ყველა კანდიდატს არ ქონდა თანაბარი მისაწვდომობა მედიაზე, ხდებოდა სახელმწიფო რესურსების არასათანადო გამოყენება და საარჩევნო კომისიაში თითქმის არ იყვნენ დამოუკიდებელი ან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების ასეთი აშკარა დარღვევა ხდებოდა გაეროს ადამიანის უფლებათა დღემდე 10 დღით ადრე, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კატერინ ეშტონი აცხადებდა რომ ევროკავშირის ღირებულებების მთავარ საფუძველს ადამიანის უფლებები წარმოადგენს და დასძინა რომ „ევროკავშირი მოუწოდებს ყველა ხელისუფლებას უზრუნველყოს რომ ყველა ადგილობრივი კანონი და მათი პრაქტიკული განხორციელება არ შეზღუდავს კანონიერ და მშვიდობიან უფლებადაცვით საქმიანობას  გაეროს ადამიანის უფლებადამცველთა შესახებ დეკლარაციის შესაბამისად.“
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი აირჩიეს შეხვედრაზე, რომელსაც სამოქალაქო სექტორის 200 - ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა 2010 წლის 18-19 ნოემბერს ბერლინში. სსფ დაფუძნდა ევროკომისიის მიერ 2009 წელს „სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა კონტაქტების დამყარებისათვის და მათი საჯარო ხელისუფლებასთან დიალოგის ხელშეწყობისათვის.“
სსფ-ის მონაწილეთა 2011-2012 წწ გეგმებში შედის აპ-ის ექვსივე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის შესახებ ანგარიშის მომზადება. მოვუწოდებთ ევროკავშირს დააკისროს შესაბამისი სანქციები 2010 წლის 19 დეკემბერს მინსკში მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღდეგ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ყველა პასუხისმგებელ პირს. 
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები