ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის რიგით მესამე საერთო კრება
ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის რიგით მესამე საერთო კრება
01 / თებ / 2012
თბილისი,
27 იანვარი, 2012
განცხადება
2012 წლის 21 იანვარს ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის რიგით მესამე საერთო კრება.

საერთო კრებაზე ეროვნული პლატფორმის წევრთა მიერ დამტკიცებულ იქნა ”აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წესდება” და ”ეთიკის კოდექსი”.
ახალი წესდებით დადგენილი რეგულაციების მიხედვით, ეროვნული პლატფორმის წევრმა ორგანიზაციებმა საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდიანციო საბჭოს წევრები და თავმჯდომარე. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა  ქეთი ციხელაშვილი, ლიბერალური აკადემია - თბილისის დირექტორი;

საკოორდინაციო საბჭო დაკომპლექტდა შემდეგი შემადგენლობით:


1)   თამარ ჩუგოშვილი - პირველი სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი  - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
2) ნინო ლომჯარია - პირველი სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი  - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება;
3) დავით ნარმანია - მეორე სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი - კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი;
4) პაატა ბელთაძე - მეორე სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება;
5) ლია თოდუა - მესამე სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი;
6)   თემურ ვეკუა - მესამე სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი   - კავშირი ”ეკოტექი”;
7) მარინა სოლომონიშვილი - მეოთხე სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი - საერთაშორისო ფონდი ”ლეა”;
8)  ლალი დევიძე - მეოთხე  სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი  - ”კავკასიური სახლი”

საქართველოს ეროვნული პლატფორმა წარმატებას უსურვებს ახალ საკოორდინაციო საბჭოს და თავმჯდომარეს.

საქართველოს ეროვნული პლატფორმის მდივანი,
ნინო ჩიხლაძე

FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები