პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
11 / სექ / 2013
ამა წლის 5 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს ევროინტეგრაციის კომუნიკაციის და ინფორმაციის სტრატეგია 2013-2017 წლებისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ ინიცირებული სტრატეგია შემუშავდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან თანამშრომლობით.

სტრატეგია განსაზღვრავს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და მასთან დაკავშირებული სარგებლისა და ვალდებულებების შესახებ საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის კომუნიკაციის ჩარჩოს. კომუნიკაციის სტრატეგიის შესრულება უზრუნველყოფს სამიზნე ჯგუფების უკეთ ინფორმირებას ევროიტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების, შესაძლებლობებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ. გარდა ამისა, სტრატეგიის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საჯარო მოხელეების, ახალგაზრდობის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ცოდნის ამაღლებას და ასევე, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლები ასევე, შეიმუშავებენ სტრატეგიის სამოქმედო გეგმას.

FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები