ამა წლის 5 სექტემბერს, მოდულის შენობაში განადგურდა ბოლო წლებში მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალის შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის ნაწილი, კერძოდ, 144 ფაილის შემცველი, 181 საათის ხანგრძლივობის 110 დისკი. დისკებზე ჩაწერილი მასალა ძირითადად 2007–2012 წლებშია გადაღებული.
განადგურების პროცესს დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი და ამ საკითხზე მომუშავე კომისიის წევრები სამოქალაქო სექტორიდან: ლაშა ტუღუში, ეკა გიგაური და კახი კახიშვილი.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, უახლოეს მომავალში იგეგმება კანონის გამკაცრება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უკეთესად დასაცავად.
უკანონო თვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალის დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით მისაღებ ზომებზე კომისია გააგრძელებს მუშაობას მთავრობის მიერ მიღებული დებულების შესაბამისად. კომისიის მანდატი აღნიშნული დებულებით განსაზღვრულია 2014 წლის 31 იანვრამდე.
მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების იდეის ერთ-ერთი ინიციატორი სამოქალაქო სექტორის მხრიდან საქართველოს ეროვნული პლატფორმა გახლავთ.
----------------------
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა არის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყველაზე დიდი გაერთიანება. ამ ეტაპისთვის ეროვნულ პლატფორმაში შედის 103 წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია.
საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარების ყველაზე პერსპექტიული გზა და პლატფორმაში გაწევრიანებით იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონაღმოსავლეთ სამეზობლოში ინიცირებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიზნების ხელშეწყობას და რეალიზაციას.
- ეროვნული პლატფორმა
- სამუშაო ჯგუფები
- სამუშაო ჯგუფი 1: დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა
- სამუშაო ჯგუფი 2: ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკის კონვერგაცია
- სამუშაო ჯგუფი 3: :გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებები და ენერგეტიკული უსაფრთხოება
- სამუშაო ჯგუფი 4: ადამიანებს შორის კონტაქტი
- სამუშაო ჯგუფი 5: სოციალური დიალოგი
- განცხადებები
- პუბლიკაციები
- ანგარიშები
- არქივი