აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიმართვა
07 / ოქტ / 2013
3 ოქტომბერი, 2013
ბარონესა ქეთრინ ეშტონს
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს

ბატონ შტეფან ფულეს
ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის
საქართველოს ეროვნული პლატფორმის

მიმართვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების გამო.

გასული კვირის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განაახლეს მავთულხლართების გავლების პროცესი ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, რის შედეგადაც საოკუპაციო ხაზმა ზოგ ადგილას რამდენიმე ასეული მეტრით გადმოიწია. უკანასკნელმა მოვლენებმა მეტად მძიმე შედეგები მოიტანა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოფელ დვანის მოსახლეობის თითქმის ნახევარი მათ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე წვდომის, შესაბამისად შემოსავლის ერთადერთი წყაროს და ასევე, ზამთრის მარაგის გარეშე აღმოჩნდა. 23 სექტემბერს საოკუპაციო ძალებმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს უმოკლეს ვადებში მოსთხოვეს სახლების დაცლა და/ან ხეხილის დაკრეფა მათ კუთვნილ ნაკვეთებზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მოექცნენ.

საოკუპაციო ხაზის გადმოწევის პროცესი საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფით, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევით წარიმართა.

საერთაშორისო თანამეგობრობის, საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების არაერთი მცდელობის მიუხედავად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ 2009 წელს დაწყებული სხვადასხვა სახის ბარიერების მშენებლობის პროცესი 2013 წლის დასაწყისიდან ინტენსიურ ფაზაში შევიდა. საოკუპაცო ხაზის გადმოწევის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი საშუალებების გარეშე დარჩა, როგორიცაა სასმელი და სარწყავი წყალი. მიგვაჩნია, რომ ეს ქმედებები კონფლიქტის ზონასთან ახლოს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროებას და საკუთარი სოფლებიდან განდევნას ემსახურება, საოკუპაციო ზონის კიდევ უფრო გაფართოების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმინართული დევნის ნიშნები იკვეთება.

მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაგმოს საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებები და მიიღოს ეფექტური ზომები ადგილობრივი მოსახლეობისა და საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად. ამასთან, აუცილებელია სასწრაფოდ ამოქმედდეს საერთაშორისო მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
2. მოძრაობა “ახალგაზრდული ალტერნატივა“
3. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“
4. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის
5. ენერგოეფექტურობის ფონდი
6. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
7. კონსტიტუციის 42 მუხლი
8. საზოგადოებრივი დამცველი
9. ჯანმრთელი სამყარო
10. ასოციაცია „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის“
11. კავკასიური სახლი - საქართველო
12. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი
13. ადამიანის უფლებათა ცენტრი
14. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
15. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოცაიცია
16. რეპატრიანტთა კავშირი
17. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
18. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
19. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
20. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
21. კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი
22. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
23. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
24. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
25. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
26. „მეწარმე ქალთა ფონდი“
27. ფონდი „სოხუმი“
28. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცი
29. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების ინსტიტუტი
30. "ECOVISION"
31. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი “ემპათია“
32. ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივა”
33. საქართველოს პრესის ასოციაცია
34. ლიბერალური აკადემია თბილისი
35. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო
ორგანიზაცია
36. ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“
37. ასოციაცია „სკოლა-ოჯახი-საზოგადოება“
38. ახალგაზრდული ასოციაცია ”დრონი”
39. ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
40. ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო
41. ასოციაცია „ტოლერანტი“
42. კავკასიური მოზაიკა
43. ფონდი “კავკასიის ეკოლოგია“
44. საერთო სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო”
45. პედაგოგთა კავშირი ”განათლება და სამყარო”
46. ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“
47. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი
48. სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი
49. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა
50. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
51. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
52. მწვანე ტალღა
53. კივიტას გეორგიკა
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები