რამდენად შეასრულა საქართველომ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები?!
05 / ნოე / 2013
23 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 15 საათზე სასტუმრო 'ქორთიარდ მარიოტში' საქართველოს და სომხეთის ღია საზოგადოების ფონდებმა წარადგენეს მონიტორინგის ანგარიში, რომელიც აფასებს ბოლო წლის მანძილზე ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს და არსებულ გამოწვევებს.

ანგარიში 'აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკის შესრულება' მოიცავს მონიტორინგის შედეგებს სომხეთსა და საქართველოზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკა საქართველომ 2012 წლის მაისში მიიღო. დოკუმენტი მოიცავს იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა განახორციელოს 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ ძირითად ვალდებულებებზე, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკით გათვალისწინებული. შეფასებულია შვიდი სფერო:1. საარჩევნო გარემო; 2. მედიის თავისუფლების ხარისხი; 3. საზღვრის ინტეგრირებული მართვა და ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; 4. კიბერუსაფრთხოება; 5. რეგიონალურ თვითმმართველობა; 6. ანტიკორუფციული რეფორმები და 7. სასამართლო რეფორმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა სომხეთიდან, რომლებმაც ისაუბრეს ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ იმ პრობლემებზე, რის წინაშეც სომხეთის რესპუბლიკა აღმოჩნდა.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში ბატონმა ალექსი პეტრიაშვილმა და ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის რუსეთთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალურ აზიის, რეგიონალური თანამშრომლობის და ეუთოს დეპარტამენტის დირექტორმა გუნარ ვიგანდმა.

სრული ვერსია ინგლისურ ენაზე.
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები