აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი
03 / დეკ / 2013
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი გამოხატავს შეშფოთებას 30 ნოემბრის დილით კიევში ევრომეიდანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ახალგაზრდა მონაწილეებზე პოლიციის თავდასხმის გამო.

ევროპის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი აქცია, რომელიც შეიკრიბა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად. ამის ფონზე ქვეყანა კი კვლავ აცხადებს რომ ევროინტეგრაცია მისი სტრატეგიული მიზანია. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განმარტება, თითქოს არაპროპორციული ძალის გამოყენება დასჭირდათ მოედანზე საშობაო ნაძვის ხე აღსამართავად, სასაცილო და მიუღებელია.

შევახსენებთ უკრაინის ხელისუფლებას რომ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია. მოვითხოვთ ადამიანებზე, მათ შორის ქალებსა და მოზარდებზე, თავდასხმისა და დაზიანების ყველა ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას. მოვითხოვთ დაისაჯოს ყველა ის ჩინოვნიკი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოეყენებინათ კიევში.

თავისუფალი შეკრების უფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი უკრაინის კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები