ევროკავშირისა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ინიცირება
03 / დეკ / 2013
http://www.eeas.europa.eu

29 ნოემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დროს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ინიცირება მოხდა. ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩათვლით, კიდევ უფრო გააძლიერებს მხარეებს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს.

2013 წლის ნოემბრის ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დროს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენლმა კეტრინ ეშტონმა, ევროკავშირის კომისარმა სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით კარელ დე გუჰტმა და მათმა ქართველმა კოლეგებმა მოახდინეს ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს ევროკაშირსა და საქართველოს შორის, მათ მოქალაქეთა შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა. ხელშეკრულების ინიცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს შორის თანამშრომლობისაკენ.

მიუხედავად იმისა რომ ასოცირების ხელშეკრულებისათვის ჯერ ხელი არ მოუწერიათ, ევროკავშირი მზადაა გაავრცელოს მისი შინაარსი.

ასოცირების ხელშეკრულება არის ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში პოზიტიური დინამიკის განვითარების უპირატესობის გამოყენების კონკრეტული გზა. ის ითვალისწინებს ძირეული რეფორმების მხარდაჭერას, ეკონომიკურ გაძლიერებას, მმართველობის, სექტორული თანამშრომლობის და საქართველოს ევროკავშირთან ვაჭრობის შორსმიმავალ ლიბერალიზაციას.

ასოცირების ხელშეკრულება ვიწრო ნაჭუჭში

რა არის ასოცირების ხელშეკრულების მიზნები?

ასოცირების ხელშეკრულების მიზანია გააღრმავოს საქართველო-ევროკავშირს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები და ეტაპობრივად მოახდინოს საქართველოს ინტეგრირება ევროკავშირის შიდა ბაზარში. ის გულისხმობს ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის (DCFTA) შექმნას, რომელიც ამ შეთანხმების მთავარი ნაწილია.

თანამშრომლობის ძირითადი არეალი

ძირეული რეფორმები: რეფორმების გატარება იგეგმება რადმენიმე მნიშვნელოვან სფეროში, მათ შორის უსაფრთხოების პოლიტიკაში, ეკონომიკური გაჯანსაღებისა და ზრდის მიმართულებით, მმართველობისა და სექტორებს შორის თანამშრომლობის სფეროში; ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, ინდუსტრიული თანამშრომლობის, სოციალური განვითარებისა და დაცვის, თანაბარი უფლებების შექმნის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ახალგაზრდული და კულტურული თანამშრომლობის მიმართულებით.

ღირებულებები: ხელშეკრულება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე, კარგ მმართველობაზე, საბაზრო ეკონომიკასა და ქვეყნის მდგრად განვითარებაზე.

ვაჭრობა: ხელშეკრულება სთავაზობს საქართველოს ჩარჩოს ვაჭრობის გააქტიურებისა და ეკონომიკური ზრდისთვის საბაჟო ტარიფებისა და კვოტების გაუქმებით და სხვადასხვა ვაჭრობასთან დაკავშირებულ სექტორებში კანონების, ნორმებისა და რეგულაციების მაქსიმალურ სრულყოფას. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ევროეკონომიკაში ინტეგრაციის პროგრესს.

მოქალაქეებს რა სარგებელი ექნებათ ასოცირების ხელშეკრულებიდან?
ხელმოწერისა და განხორციელების თანავე ხელშესახები გახდება ხელშეკრულებიდან გამომდინარე კონკრეტული სარგებელი. მაგალითად, მომხმარებელთა უფლებები უკეთესად იქნება დაცული ადგილზე წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტების მაღალი ხარისხისა და გაუმჯობესებული უსაფრთხოების ნორმების დაცვის საშუალებით; ბაზრების გახსნით გაუმჯობესდება ბიზინესის წარმოების შანსები მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის; უფრო მეტი მისაწვდომობა სამედიცინო სერვისთან; ენერგია დაიზოგება ენერგო-რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებისა და განახლებადი ენერგო რესურსების განვითარების გზით; სასამართლო სისტემის უკეთესი ფუნქციონირება და კანონის უზენაესობის, საჯარო მოხელეების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდა.

FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები